ესპანეთი

  • მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. სააკაშვილი ემიგრანტებს არჩევნების მეორე ტურისთვის, საქართველოში ჩამოსვლას სთხოვს. “მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის. სიტუაცია მომწიფებულია და ახლა მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი…

  • ყველა ემიგრანტი ჩვენი ქვეყნის პოტენციური ელჩია – პრეზიდენტი

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა და სიტყვით მიმართა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში ნაწილობრივ ონლაინრეჟიმში წარიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტელეხიდის საშუალებით მონაწილეობას იღებდნენ პროგრამებში გამარჯვებული დიასპორის წარმომადგენლები. „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სულ 22 გამარჯვებული გამოავლინა, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში 18 გამარჯვებული,…

  • ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა

    ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაციას საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტი ტვირთის არასწორი დასაწყობების გამო მოხდა. რამდენიმე მეზღვაური გაჟონილი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა. მათ შორის ერთი, ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა. მისი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და მისი გადმოსვენების საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.