თარგმნა ნებისმიერ ენაზე ნოტარიული დამოწმებით 577 546 577 მის: მოსკოვის პროსპ 7

აშშ-ის ვაჭრობის მდივანი ჯინა რაიმონდო Reuters-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჯო ბაიდენმა მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საშინაო მოვლისთვის 400 მლრდ დოლარის გამოყოფა სურს.

„უმოქმედობა ამერიკის ეკონომიკას დააზარალებს, რადგან მილიონობით ქალს, რომელიც კოვიდპანდემიის დროს სახლში დარჩა, სკოლიდან დათხოვილი ბავშვებისა და მშობლების ერთდროულად მოვლის გამო, სამსახურში გასვლა ან სამსახურის შენარჩუნება გაუძნელდება,“ – აცხადებს რაიმონდო.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

ამჟამად აშშ-ის მოსახლეობის 16.5% (53 მილიონი ადამიანი) 65 წელს გადაცილებულია. 2030 წლისთვის ეს რიცხვი 74 მილიონამდე გაიზრდება. 85 წელს გადაცილებული ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სჭირდებათ ყველაზე მეტი მოვლა, კიდევ უფრო სწრაფად იზრდება.

მარტში ჯო ბაიდენი გამოვიდა ინიციატივით დაბალი შემოსავლის მქონე ამერიკელებისთვის 10 წლის ვადით ფედერალური სამედიცინო პროგრამა Medicaid-ის 400 მლრდ დოლარამდე გაზრდის შესახებ.

ამასთან, ყველა დემოკრატი არ იზიარებს ბაიდენის ინიციატივას და არ არის მზად ხარჯების გაზრდისთვის.