სამხრეთ კორეის, მალაიზიის, სინგაპურისა და ჩინეთის ავიახაზებმა განაცხადეს, რომ ირანისა და ერაყის ავიასივრცეში ფრენებს წყვეტენ.

საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილის თქმით, ისინი თავიდან აირიდებენ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებას. აღნიშნულის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებია.

იაფი ავიაბილეთები


ირანისა და ერაყის ნაწილის საჰაერო სივრცის გამოყენება აკრძალულია აშშ-შიც. ფედერალური ავიაციის სააგენტოს ბრძანებით, საჰაერო ხომალდებს ერაყში, ეკრძალებათ 7 2925 მეტრზე ნაკლების სიმაღლით ფრენა, ხოლო ირანის საჰაერო სივრცეში, ომანის სრუტის თავზე და სპარსეთის ყურის თავზე ფრენა საერთოდ აკრძალულია.

შეგახსენებთ, ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.

აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.

ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.

ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.

დღეს გამთენიიისას, ირანმა ერაყში, სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

გთხოვთ მოიწონეთ გვერდი


This will close in 10 seconds