თარგმნა ნებისმიერ ენაზე ნოტარიული დამოწმებით 577 546 577 მის: მოსკოვის პროსპ 7

სოციალურ ქსელში centro servizi geo house-ი სანატორია 2020 -ის შესახებ ავრცელებს პოსტს რომელსაც emigrantebi.ge უცვლელად გთავაზობთ
📢სანატორია 2020 და მიმდინარე ფუსფუსი, დაძაბულობა, ნერვიულობა და ბევრ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოდ.. ბევრი ვისაუბრეთ თუ როგორი მიმდევრობით ხდება პრაქტიკის მიმდინარეობა, რა საფეხურებს გადის გაკეთებული მოთხოვნა ჯერ ონლაინ და შემდეგ ოფლაინ სივრცეში. (*იხილეთ ჩვენს მიერ გაზიარებული პოსტები)

✅დღეს ვისაუბრებთ იმ შემთხვევებზე, როცა პრაქტიკის წარმოების დროს თავს იჩენს მოულოდნელობები.
მაშ ასე–ხშირად დასმული კითხვები და შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხები :

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

გაიგზავნა მოთხოვნა და გარდაიცვალა დამსაქმებელი , რა ელოდება დასაქმებულ პირს❓❓იბლოკება საბუთი??
✅პასუხი არის –არა . დასაქმებული მშვიდად დაელოდება, როდესაც მოხდება მისი გამოძახება , , რადგან მას აქვს უფლება მიიღოს ბინადრობის უფლება, როგორც სამუშაოს მაძიებელმა, . საჭიროა სწორი კომუნიკაცია ადგილობრივი პრეფექტურის საემიგრაციო განყოფილებასთან, დამსაქმებლის გარდაცვალების შესახებ

პრეფექტურაში გამოძახების დროს აღმოჩნდა, რომ შეცდომაა მექანიკური დამსაქმებლის ან დასაქმებულის პირად მონაცემებში. რა ხდება ამის შემდეგ?? იბლოკება საბუთი_??
✅პასუხი არის –არა!!!. პრეფექტურის საემიგრაციო განყოფილება აკეთებს ჩასწორებას, ახალი მონაცემები გადაიგზავნება პოლიციის განყოფილებაში და დადებითი პასუხის შემდეგ ხდება ხელახალი თარიღის ჩანიშვნა პრეფექტურის განყოფილებაში პრაქტიკის დასასრულებლად. ასე, რომ ალილულია მღვდელსაც ეშლება და, თუ პრაქტიკის წარმოების დროს მოხდა ასეთი მექანიკური შეცდომა, შეხვდით გაგებით.

გარკვეული პირადი მიზეზების გამო დამსაქმებელმა გამოგიშვათ სამსახურიდან. რა ბედი ეწევა დასაქმებულის ბინადრობის მოწმობის საკითხს. იბლოკება საბუთი???
✅ პასუხი არის–თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და გადაწყვეტილებას მიიღებს პრეფექტურის საემიგრაციოს განყოფილება. ამიტომ ეცადეთ განთავისუფლების მიზეზი არ იყოს თქვენი უხეში მოპყრობა მოხუცთან, ან არაკეთილსინდისიერი მოქმედება, არასერიოზულობა დაკისრებულ მოვალეობასთან. ვინაიდან დამსაქმებელი ვალდებულია წერილობითი ახსნა–განმარტება წარადგინოს ანუ კომუნიკაცია ,
რატომ განთავისუფლებთ, სასურველია რომ მიზეზად დასახელდეს დამსაქმებლის პირადი მოტივი. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დასაქმებულის სასიკეთოდ

განაცხადის გაკეთების დროს მითითებულია სამუშაოს დაწყების თარიღი. სავალდებულოა თუ არა სამუშაო კონტრაქტის ხელახალი გაფორმება?. ❓

✅პასუხი არის–არა. კომუნიკაცია
სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტთან (INPS) გაკეთებულია ავოტომატურად, ვინაიდან მითითებული იყო თარიღი. დამსაქმებელს ეხება მხოლოდ ახალი კონტრიბუტების გადახდა–დაწყების თარიღიდან განაცხადის გაგზავნის თარიღამდე თვიურად 156 ევროს ოდენობის.

✅ ჯერ ისევ არ გაქვთ გაფორმებული სამუშაო კონტრაქტი? ეს პრობლემას უქმნის პრაქტიკის მიმდინარეობას ??
პასუხი არის –არა!!! კონტრაქტის გაფორმება პრეფექტურაში გამოძახებმადე ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ზოგიერთ რეგიონში–გამოძახების შემდეგაც. (ლეჩე მაგალითისათვის)

არ გაქვთ კოდიჩე ფისკალი და არც არანაირი ტესერა, ეს ფაქტორი ხელისშემშლელია??
✅ პასუხი არის /არა. როდესაც გამოცხადდებით პრეფექტურაში, საემიგრაციო განყოფილება გიბეჭდავთ კოდიჩე ფისკალს და გაძლევთ. მანამდე კოდიჩე ფისკალის ქონას არ აქვს არანაირი დატვირთვა.

ჯერ პრეფექტურაში არ გაქვსთ ჩანიშნული შეხვედრა და გეგმავთ ზაფხულში ან შემოდგომაზე შვებულებას საქართველოში. მოსწრებადია ბინადრობის უფლება ანუ პერმესო ზაფხულამდე❓❓
✅ პასუხი არის –სამწუხაროდ არა!!!

#centroservizigeohouse გისურვებთ სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და….წარმატებას თითოეულ თქვენთაგანს