მიხეილ სააკაშვილი, რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც

“მიხეილ სააკაშვილი, რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც” – ეს შეფასება “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ეკუთვნის. ირაკლი კობახიძემ კომენტარი სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა.

“პირველ რიგში, უკრაინის და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არ არის მისი გათავისუფლება, თუმცა, ამას რომ თავი დავანებოთ, მას აქვს სასჯელი მოსახდელი და არავითარი ფორმით ასეთი საკითხი არ განიხილება. მან უნდა დაანებოს თავი საკუთარი ქვეყნის, საქართველოს დაზიანებას, და საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეობის თვალსაზრისით, უკრაინის დაზიანებას. რაც უფრო დიდ ხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც, ეს არის უკეთესი ორივე სახელმწიფოსთვის,” – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

უკვე სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, მმართველი გუნდიდან ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მსგავსი განცხადება და შესაძლო პროვოკაციული ნაბიჯები იქნება ადეკვატურად პასუხგაცემული.

“ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ ეს ადამიანი ჩამოვიდა აქ დესტაბილიზაციისთვის, ფარულად, იმისთვის, რომ იქნება და შესაძლებელი ყოფილიყო დესტაბილიზაცია. ახლა უკვე სამართლიანი სასჯელის აღსრულებისათვის თავის არიდებას ცდილობს. ნებისმიერი ასეთი განცხადება, მათი შესაძლო პროვოკაციული ნაბიჯები, ყოველთვის იქნება ადეკვატურად პასუხგაცემული, ამიტომ არავის, არც მისი, არც რადიკალური “ნაციონალური მოძრაობის” კომპლექსი და შიში არ აქვს. ყველაფერს ექნება ადეკვატური პასუხი, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად,” – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

Similar Posts

  • რა ბედი ელის ზელენსკის? – კაკულიას წინასწარმეტყველება

    ლელა კაკულიამ გადაცემაში “ჩაი” ვოლოდიმერ ზელენსკიზე ისაუბრა. მისი წინასწარმეტყველების მიხედვით, უკრაინა ხელახლა აშენდება: “დადებითი ახალგაზრდაა, მაგრამ სიმტკიცე აკლია. მოლაპარაკებები, რომელიც იმართება, არავითარი შედეგი არ აქვს, მანაც არ იცის რა ქნა, რუსი ერთ ამბობს და აკეთებს მეორეს დანგრეულ უკრაინას ააშენებენ, რუსი არ უნდა გააჭაჭანონ” – ამბობს კაკულია.

  • 7 დეკემბრის ლარის გაცვლითი კურსი – ლარი გამყარდა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 7 დეკემბრისთვის $1-ზე 3.0967 ლარის ოდენობით დაადგინა. 6 დეკემბრის ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.0243 ლარით გამყარდა. ამასთან, დღეს ევრო 3.4993 ლარი ღირს, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1037 ლარი. 

  • 7 აპრილის ლარის გაცვლითი კურსი

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 აპრილს ერთი ამერიკული დოლარი 3.0839 ლარი ეღირება, ევრო – 3.3633 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0305 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0857 ლარი ღირდა, ევრო – 3.3822 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.0500 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 7 აპრილისთვის ამოქმედდება

  • 6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ნუ გადადებთ ხვალისთვის ან განუსაზღვრელად პირად საკითხებს, რათა ხელიდან არ გაუშვათ სასიკეთო შანსები. დღეს საშუალება გაქვთ რამდენიმე მაცდური წინადადებიდან აირჩიოთ ყველაზე სასარგებლო და პერსპექტიული. კურო მბრძანებლური ტონი ჩაანაცვლეთ მშვიდობიანით და დემოკრატიული პრინციპებით იმოქმედეთ. სასიკეთოა უძრავი ქონების თემებზე მუშაობა ან ღირებული მნიშვნელოვანი ნივთების შეძენა. ტყუპები არის ალბათობა ემოციებმა და წყენამ ხელი შეგიშალოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების…

  • 17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი საკუთარი განსხვავებილი მოსაზრებების გამო შესაძლოა ოპოზიციაში აღმოჩნდეთ და სხვებს დაუპირისპირდეთ. შეეცადეთ გაითვალისიწინოთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების გონივრული რჩევები, სამსახურში კი ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოთ. კურო დღეს ამაოდ შეეცდებით ვინმე დააინტერესოთ თქვენი იდეებით, სხვების მხარდაჭერის მოპოვებაც გაგიჭირდებათ, მიუხედავად ამისა უარს ნუ იტყვით თქვენს იდეებსა და მიზნებზე, უბრალოდ შესაფერის დროს დაელოდეთ. ტყუპები თუ მარტო არ იმოქმედებთ და…

  • რას ჰყვება ხარკოვში მყოფი საქართველოს მოქალაქე

    „კურიერმა” ხარკოვში მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ჩაწერა. ის ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს და ჰყვება, რომ მოსახლეობა შეშინებულია და ყველა გზით ცდილობენ ქალაქი დატოვონ. „ხარკოვში ამჟამად ძალიან დაძაბული სიტუაციაა, იბომბება ხარკოვი. გვეგონა მოლაპარაკება შედგებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არ შემდგარა არაფერი მოლაპარაკება. გვეშინია და მოლოდინი გვაქვს, რომ უფრო ცუდი ამბები დატრიალდება. ვცდილობთ ქალაქი დავტოვოთ. მაღაზიები დაცარიელებულია,…