თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულს უკავშირდება.
სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტკული საშუალება და დაკავებულია 10-მდე პირი.
თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულს უკავშირდება.
სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტკული საშუალება და დაკავებულია 10-მდე პირი.
ფოთში, ქალებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. როგორც შსს-დან აცხადებენ, 33 წლის ქალმა ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობი, 42 წლის ქალი დაჭრა. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. “სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული თ.გ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს – 1979 წელს დაბადებულ თ.ც.-ს…
ვაზისუბანში, კორპუსში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან ერთს სხეულის 60%-იანი დამწვრობა აღენიშნება. დაშავებულებს ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ. ცენტრის ექიმის, თეა უროტაძეს განცხადებით, 43 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. „შემოვიდა პაციენტი, 43 წლის მამაკაცი, დიაგნოზია სხეულის 60%-იანი თერმული დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა, მოთავსდა…
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულების გაუქმების მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოქალაქეები მის გარეშე ვერ შევლენ. ამასთან, გამყრელიძე ბიზნესის ობიექტებს ურჩევს, „მწვანე პასპორტები“ მაინც მოითხოვონ და ამბობს, რომ ეს ყველა ობიექტმა თავად უნდა გადაწყვიტოს. გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ბიზნესსექტორი “მწვანე პასპორტის” მოთხოვნას გააგრძელებს. “ვაქცინაცია და აცრები გახლავთ პანდემიასთან…
ლელა კაკულია სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს, პოსტს emigrantebi.org-ი უცვლელად გთავაზობთ: „რუსეთ-უკრაინის ომმა, როგორც ეს 30 წლის წინ იყო ნაწინასწარმეტყველები, მოსკოვის მზაკვრული ჩანაფიქრების გარდა (აღადგინოს საბჭოთა კავშირი, კვლავ „სოცბანაკს“ დაუბრუნოს აღმოსავლეთ ევროპა და ენერგორესურსების მეშვეობით თავის ჭკუაზე ათამაშოს დასავლეთი…) მისი შეიარაღებული ძალების სისუსტეც გამოააშკარავა – რაც ასევე დიდი ხნის წინ იყო ნაწინასწარმეტყველები:…
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე აცხადებს, სასამართლოზე დაკავებულის გათავისუფლებას აღკვეთის ნებისმიერი ღონისძიების გამოყენების გარეშე მოითხოვს. „გადმომეცა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო – საქმის მასალები. დეტალურად გავეცნობი და ჭორის დონეზე არ ვისაუბრებ, კონკრეტულად მეცოდინება. დაახლოებით, 8-9 ტომია. მას შანაე ბრუკთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, შემხებლობაშიც არ არის. არაერთი ისეთი პირია…
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა. მსჯავრდებული მაგდა პაპიძის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილ სარჩელში საუბარი იყო წინასწარი მოთავსების იზოლატორში მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტებზე, რამაც მისი მტკიცებით ორსულობის შეწყვეტა გამოიწვია. ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ქალის დედის თქმით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ორსული მაგდა…