28 000 დოლარი და დასაქმება უცხოეთში: 4 წლიანი სამუშაო ვიზა საფრანგეთში

0
227
safrangeti

საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა ახალი პროგრამის – French Tech Visa (La French Tech)-ის დაწყების შესახებ. ეს პროგრამა არის ყველაზე მარტივი გზა ვიზის მისაღებად ტექნიკური სპეციალობის პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, ამის შესახებ წერს TechCrunch, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ციფრული ტექნოლოგიების საკითხში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი აქსელ ლემერი.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

ეს პროგრამა არის გლობალური პროექტის – Passeport Talent-ის ნაწილი. French Tech Visa მიმართულია უცხოელი ინვესტორებისა და მაღალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირების მისაზიდად, ამ სიაში შედიან – სტარტაპების დამფუძნებლები და თანამშრომლები, უცხოელები რომელთაც სურთ შეუერთდნენ ფრანგულ სტარტაპებს.

French Tech Visa-ს პროცედურების მიხედვით დაინტერესებულ პირზე ვიზა გაიცემა 4 წლის ვადით, გახანგრძლივების პერსპექტივით. საფრანგეთის მთავრობა გეგმავს გასცეს ცხოვრებისა და მუშაობის უფლება ოჯახის წევრებზეც. ეს პროგრამა იქნება პირდაპირ დაკავშირებული მსოფლიო კონკურსებთან, მაგალითად საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებული გუნდის წევრებმა შეიძლება დაჩქარებული პროცედურებით მიიღონ სამუშაო ვიზა.

საფრანგეთის მთავრობა აგრეთვე აპირებს შექმნას ფრანგული სტარტაპების სია, თუ ასეთი კომპანია აპირებს უცხოელის დაქირავებას, სახელმწიფო იზრუნებს მისთვის ვიზის გაცემაზე.

პროექტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ პროგრამა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება და ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობენ განახლებების გამოწერას.

French Tech Visa არის French Tech Ticket პროგრამის დამატება, რომელიც გაეშვა 2015 წელს. ეს პროგრამა გარდა სამუშაო ვიზისა ითვალისწინებს გრანტს 14 000$ -დან 28 000$ -ის ფარგლებში თითო პერსონაზე და პარიზში უფასო საოფისე ფართს.

წყარო: justfly.ge

დაჯავშნეთ სასტუმრო უფასოდ