13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი არ შეჩერდეთ, არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს და შეუპოვრად განაგრძეთ გზა თქვენი მიზნისაკენ. დაუსვით წერტილი წარსულზე ფიქრს, დაიწყეთ ყველაფერი „სუფთა ფურცლიდან“.

კურო დღეს შესაძლოა სირთულეებმა იჩინოს თავი. იძულებული იქნებით თქვათ ტყუილი და იეშმაკოთ, რათა თავიდან აიცილოთ პირდაპირი პასუხები მოულოდნელად წამოჭრილ საკითხებზე.

ტყუპები ნებისმიერი თემა, რომელიც სახლსა და ოჯახურ თემებს უკავშირდება წარმატებით გადაიჭრება, შესაძლოა ეს იყოს სასამართლო პროცესის მოგებაც. სხვა მხრივ ბიზნეს აქტივობებისთვის დღე სასურველი არ არის.

კირჩხიბი შესაძლოა კარიერულ გზაზე მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთოთ და მიაღწიოთ იმას, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. მთავარია იმოქმედოთ გონივრულად და არ არის აუცილებელი თქვენი ცოდნა და უნარები თავიდანვე გაამხილოთ.

ლომი როგორც ყოველთვის სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდებით, მზად ხართ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის, მტრებსა თუ კონკურენტებს არა თუ დაამარცხებთ არამედ თქვენს მხარდამჭერებად აქცევთ.

ქალწული ცვლილებების აუცილებლობას ისედაც გრძნობთ, თუმცა თქვენ თავადაც უნდა იმოქმედოთ, გააკეთეთ ყველაფერი რისი გაკეთებაც აქამდე ვერ შეძელით.

სასწორი იყავით ორიენტირებული დასვენებასა და განტვირთვაზე, იზრუნეთ საახალწლო საჩუქრებზე და გარემოს მორთულობაზე. თავი შორს დაიჭირეთ ნეგატიურ ტალღაზე მყოფი ადამიანებისგან.

მორიელი ნუ გაექცევით რეალობას, ახლა საჭიროა დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე და თუ ხვდებით რომ ჯერ კიდევ შეგიძლიათ რაღაცის შეცვლა, იმოქმედეთ!

გსურთ შეიძინოთ თურქული ავეჯი?! მაშინ გვეწვიეთ, ავეჯის სახლი ბელმონტე გელით !!!

მშვილდოსანი გარშემომყოფების მიმართ მეტი გულახდილობა გმართებთ, ახლა თქვენს საყვარელ ადამიანებს ძალიან სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა. კარგად დაფიქრდით სანამ რამეს იტყვით.

თხის რქა იყავით გულახდილი და გახსნილი ყველა სიტუაციაში, განსაკუთრებით საქმიან სფეროში, შესაძლოა ხელმძღვანელობისგანაც კი მიიღოთ მხარდაჭერა. ნუ აჰყვებით ავ ენებსა და ინტრიგებს.

მერწყული დღე დახუნძლულია სხვადასხვა სიახლეებით, ნუ დააგდებთ ტემპს, ახლა დასვენების დრო არ არის. განსაზღვრეთ თითოეული გადადგმული ნაბიჯის შედეგები და მოემზადეთ ცვლილებებისთვის.

თევზები დღეს სჯობს რუტინული საქმეებით დაკავდეთ, ნურაფერს წამოიწყებთ ახალს, მიღებული იფორმაციის ფონზე დრამატულად რეაგირებას არ გირჩევთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მალე ყველაფერი დალაგდება.

Similar Posts

  • ლარის დღევანდელი გაცვლითი კურსი

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9506 ლარს შეადგენს, 1 ევროს ღირებულება კი 3.3622 ლარია – ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები 15 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება. შეგახსენებთ, დოლარის კურსი, რომელიც 11 თებერვლის ჩათვლით მოქმედებდა – 2.9544 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0038 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 11 თებერვლის ჩათვლით – 3.3801…

  • მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება

    მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო იქნება. პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის 25 აპრილიდან, პირველ ეტაპზე, რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც „B“ და „BE“ კატეგორიის…

  • 26 მარტის ლარის გაცვლითი კურსი

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2234 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2234 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2372 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5486 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5561 ლარს შეადგენდა….

  • როდის დაიწყება სწავლა საკლასო ოთახებში

    როდესაც 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4 % იქნება, თავისუფლად შეგვიძლია გავცეთ რეკომენდაცია, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი შემცირებულია, რის გამოც, მოსალოდნელია, რომ შემდეგ დღეებში დადებითობის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად დაიკლოს. “ჩვენ საკმაოდ დადებითი პროგნოზი გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის…

  • ქუთაისის აეროპორტს ახალი სერვისები ემატება

    საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ახალი და აღდგენილი მიმართულებების მატებასთან ერთად, ახალი სერვისებიც ემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება  ქართულ კერძებზე ორიენტირებულ კვების ობიექტებს იწვევს. „ვმუშაობთ კონკრეტულ პროექტზე, რაც გულისხმობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ქართული სამზარეულო. ეს ნიშა ჯერჯერობით შესავსებია და ვიწვევთ დაინტერესებულ კომპანიებს თანამშრომლობისათვის. უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, უმნიშვნელოვანესია სწორედ…

  • პროკურატურამ სააკაშვილის დახმარებისათვის ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ გამოძიება დაიწყო

    საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. „საქართველოს პროკურატურამ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი…