ათენში 29 წლის ქართველი გოგონა საძინებელში გარდაცვლილი იპოვეს

0
75
greekpolice

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 29 წლის გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, კალითეაში მდებარე სახლის საძინებელში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ მაშინვე გამოკვეთა ძალადობის ნიშნები, რადგან მას ყელზე სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. თავად სახლს კი არ ეტყობა, რომ იქ ვინმე ძალადობრივად შეიჭრა.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

გოგონას გუშინ შუადღის შემდეგ ეძებდნენ. სკოპევტირიოს ქუჩაზე მდებარე ბინაში მისი დეიდა მივიდა და რადგან კარს ვერ აღებდა, ტექნიკოსი გამოიძახა და საკეტი მისი საშუალებით გახსნეს. შიგნით კი საზარელი სურათი დახვდათ.

სავარაუდოდ, გოგონა საძინებელში დაახრჩვეს და პოლიციის აზრით გარდაცვლილი სავარაუდო მკვლელს კარგად იცნობდა, რადგან სახლში ძალით შეღწევის ნიშნები არ ეტყობა.

დაჯავშნეთ სასტუმრო უფასოდ