პროექტის შესახებ

ადამიანი სხვადასხვა მიზეზის გამო ტოვებს საკუთარ ქვეყანას, სადაც დაიბადა, გაიზარდა და გადადის ახალ ადგილზე. ხარისხიანი განათლების მიღება, სურვილი იცხოვროს და იმუშაოს მაღალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ქვეყანაში, თვითრეალიზაციის შესაძლებლობის არქონა – ეს არის იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალი , რაც უბიძგებს ადამიანს მიატოვოს საკუთარი სამშობლო, სახლი და სამსახური.

ვიზის მიღების პროცესი, პოლიტიკური თავშესაფარის მიღება, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება – ეს არ არის მარტივი საქმე. ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს სხვა ქვეყანაში გადასვლა უჩნდება უამრავი შეკითხვა: ღირს თუ არა წასვლა? რომელი ქვეყანა ავირჩიო? რა დოკუმენტაცია უნდა შევაგროვო? რა თანხა მჭირდება თავდაპირველად? და ყველაზე მთავარი, მაქვს თუ არა შანსი საბოლოოდ მივიღო მუდმივი ბინადრობის უფლება სხვა ქვეყანაში?
იმიგრაციის პროცედურები განსხვავდება ერთმანეთისგან, პროცესი დამოკიდებულია გადასვლის მიზნობრიობაზე (სამსახური, სწავლა, ბიზნეს საქმიანობა, ოჯახის გაერთიანება და სხვა.), მიმღები ქვეყნის კანონებზე და სხვა ბევრ ფაქტორზე. პოტენციურ იმიგრანტს ჭირდება გაერკვეს არა მარტო ვიზის მიღების ყველა წესებში, სტატუსის გაფორმებაში, ასევე ქვეყანაში ცხოვრების სპეციფიკაში. საზღვრის წარმატებული გადაკვეთა – ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯები მიზნისკენ. როგორ ვიცხოვრო და ვიმუშაო ახალ გარემოში, როგორ მოვერგო უცხო მენტალიტეტს? წარმატებული ისტორიები და სხვა ადამიანების გამოცდილება არის კარგი დამხმარე, მათთვის ვინც გადაწყვიტა სხვა ქვეყანაში წასვლა.

ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ პრაქტიკულ რჩევებს, სხვა ადამიანების რეალურ გამოცდილებას იმისათვის რომ გააკეთოთ სწორი არჩევანი ქვეყნის თუ საიმიგრაციო პროგრამის შერჩევისას.

უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები ყოველდღიურად შეძლებენ Emigrantebi.Ge -ს დახმარებით ამომწურავი ინფორმაციის მიღებას საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.