დღეიდან პასპორტის და პირადობის მოწმობის აღება უფასოდ შეგიძლიათ

0
237
passport

დღეიდან ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უფასოდ მიღების მორიგი აქციები იწყება.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ როგორც პირადობის მოწმობას, ასევე ბიომეტრიულ პასპორტს. ეს ეხება საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან.

2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ფლობა უზრუნველყოფს პრინციპს „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“, – აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

წყარო: justfly.ge

დაჯავშნეთ სასტუმრო უფასოდ