თუ გსურთ ევროპაში მიიღოთ ბინადრობის ნებართვა თავდაპირველად აუცილებელია გამოარკვიოთ, რა თანხის დაბანდება შეგიძლიათ ამ მიზნის მისაღწევად.

ამ საქმისთვის საჭირო თანხის ოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე. პირველ რიგში ამაზე მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონე და უცხოური კაპიტალის მოზიდვის პოლიტიკა. გარდა ამისა, მნიშვნელობა ენიჭება განსახორციელებელი ინვესტიციების პერსპექტიულობას და ქვეყნის მიერ აგილობრივი ბაზრის დაცვის პოლიტიკას.

მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ ევროპაში ბინადრობის მიღების პროცესი უძრავი ქონების შეძენით.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ, იტალიასა და გერმანიაში) ბინადრობის მიღება მხოლოდ უძრავი ქონების ფლობით შეუძლებელია.

ქვეყნების უმეტესობაში, სადაც შეიძლება ვიზა გაიცეს უძრავი ქონების შეძენის საფუძველზე, ძირითად მოთხოვნად მაინც რჩება შესაძენი ბინის მინიმალური ღირებულება.

ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა მინიმალური ღირებულებაზე რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს. ასეთი ქვეყნებს მიეკუთვნება უნგრეთი. ასეთი გზების საშუალებით ხდება საზოგადოების ფართო ფენებიდან უცხოური კაპიტალის მოზიდვა. უძრავ ქონებაზე დაბალი ფასების გამო (ბინის ფასი მერყეობს 30-დან 50 ათას ევრომდე) უცხოელების ძალიან დიდი ნაწილი ხდება ამ ქვეყანაში უძრავი ქონების მფლობელი. ამ მეთოდების გამო, უნგრეთს საშუალება მიეცა შესულიყო ევროკავშირის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში.

ქვეყნებში, რომლებიც განლაგებულია ზღვის სანაპიროებთან, უძრავი ქონების შეძენის მინიმალური საფასური იქნება გაცილებით მაღალი. მაგალითად, საბერძნეთში საჭიროა შეიძინოთ საცხოვრებელი აერთო ღირებულებით 250 ათასი ევროდან, ხოლო პორტუგალიაში კი 500 ათასი ევროდან. აღსანიშნავია, რომ ასეთი თანხების ინვესტიცია ამ სახის პროგრამაში ჩართული ინვესტორისთვის ითვალისწინებს გარკვეულ პრივილეგიებსაც. მაგალითად, პორტუგალიაში ზემოთ აღნიშნულ ფასშისაცხოვრებელი შეძენის შემდეგ ევროპაში ბინადრობის უფლება ენიჭება, როგორც მყიდველს ასევე მისი ოჯახის ყველა წევრსაც.

ასეთი პრივილეგიები, რომელიც ითვალისწინებს ევროპაში ბინადრობის უფლებას, მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაშიც. ინვესტიციის მოცულობა და მეთოდები განსხვავებულია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე. მაგალითად, უნგრეთში, იმისათვის რომ მიიღოთ ევროპაში ბინადრობის უფლება, ითხოვს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენას ჯამური ღირებულებით 360 ათასი ევრო. ავსტრიაში მსგავს პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა ჩადოთ აქტიურ ბიზნესში 6 მილიონი ევრო, ხოლო სხვა სახის ინვესტიციები, მათ შორის ფასიანი ქაღალდების შეძენა, აარ მოგცემთ იმის საშუალებას რომ მიიღოთ ბინადრობის უფლება ევროპაში.

წყარო: justfly.ge