იტალიური ქალაქი უცხოელებს 9 ათას ევროს გადაუხდის – სამწლიანი შეთავაზება

0
372

ეს შეთავაზება თავდაპირველად მხოლოდ იტალიელებს ან იტალიაში უკვე მცხოვრებ უცხოელებს ეხებოდათ, თუმცა მოგვიანებით მერმა ამ წინადადებით უცხოელებსაც მიმართა.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

იტალიის ქალაქ ლოკანას ხელისუფლება, რომლის მოსახლეობაც სწრაფად მცირდება, ახალ მცხოვრებლებს 9 ათას ევროს სთავაზობს სამი წლის განმავლობაში, თუ ისინი ამ ალპურ ქალაქში დაფუძნდებიან და ბავშვს გააჩენენ, იუწყება CNN Travel-ი.

ლოკანის მერის ბრუნო მატეტის ეს შეთავაზება თავდაპირველად მხოლოდ იტალიელებს ან იტალიაში უკვე მცხოვრებ უცხოელებს ეხებოდა, თუმცა მოგვიანებით მერმა ამ წინადადებით უკვე უცხოეთში მცხოვრებ არაიტალიელებსაც მიმართა.

საქმე ისაა, რომ ქალაქი სწრაფად ცარიელდება ახალგაზრდა წყვილებისა და ბავშვებისგან, რის გამოც იქ უკვე დაიკეტა მაღაზიები და რესტორნები, ახლა კი დაკეტვის საფრთხე ერთადერთ სკოლასაც დაემუქრა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქალაქში 40 კაცი გარდაიცვალა და მხოლოდ 10 ბავშვი დაიბადა, რაც ჩვეული მოვლენაა ბოლო წლებში.

ქალაქის მერის ბრუნო მატეტის თქმით:

„ჩვენ ვცდილობთ მოვიზიდოთ ახალგაზრდა წყვილები და სპეციალისტები, რომლებიც აქ მოღვაწეობას მოისურვებენ. დაკეტილი მაღაზიები, ბარები, რესტორნები და ბუტიკები ახალ ადამიანებს ელოდებიან“.

ლოკანის კომუნა 132 კვ. კმ-ზეა გადაჭიმული გრან-პარადიზოს ეროვნული პარკის მთიან რაიონებში და განთქმულია სუფთა ჰაერითა თუ სათევზაო ადგილებით. ქალაქში სახლები ქვისა და ხისგანაა ნაგები. არის საციგურაო, ჩოგბურთის სათამაშო და საფეხბურთო მოედნები, საცურაო აუზი და სხვა სპორტული ნაგებობები.

წყარო: justFly.Ge

დაჯავშნეთ სასტუმრო უფასოდ