სარდინიის გუბერნატორი კრისტიან სოლინასი აცხადებს, რომ მათ, ვინც ზაფხულში სარდინიაზე ჩასვლას დააპირებს, უნდა წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი. კონტროლის სისტემა ზაფხულის სეზონის დადგომამდე გაცილებით ადრე ამოქმედდება. ამის შესახებ გაზეთი  L’Unione Sarda წერს.

სოლინასის ცნობით, რეგიონის მთავრობა უკვე მუშაობს ამ ზომაზე, რომელმაც შესაძლოა კიდევ ერთი კონფლიქტი გამოიწვიოს რეგიონსა და ცენტრს შორის. როგორც ცნობილია, გასული წლის ზაფხულის დასაწყისში, კუნძულის ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  ვიზიტორთათვის სავალდებულო იყო სარდინიის პორტებსა და აეროპორტებში ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, რამაც კუნძულის ადგილობრივ მთავრობასა და იტალიის ეროვნულ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება გამოიწვია.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება. ვატარებთ მასობრივ ვაქცინაციას და არსებობს პირობები, რომ ამ კოშმარს თავი დავაღწიოთ, მაგრამ, ამასთან ერთად, მთელი ძალებით უნდა დავიცვათ თავი ვირუსის შემაშფოთებელი ვარიანტებისაგან და კუნძულზე მათი შეღწევისაგან. ყველა ამ მიზეზის გამო აუცილებელია სარდინიის მცხოვრებთა ჯანმრთელობისა და ეკონომიკური აქტივობის დაცვის მოდელის არსებობა, რომელიც სამედიცინო სერტიფიკატებზე იქნება დაფუძნებული. ამ მოდელს უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ“, – აცხადებს კრისტიან სოლინასი.

ნინო ხოშტარია
წყარო nostal.ge