ლელა კაკულია სოციულურ ქსელში 2012 წლის წინასწარმეტყველების შემოკლებულ ვარიანტს აქვეყნებს.

წინასწარმეტყველება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასა და ჩვენი ქვეყნის სამომავლო გამოწვევებს ეხება.

“2012 წელი, 14 ივნისი

ის ცვლილებები, რომლებიც მომავალში საქართველოში მოხდება, ნამდვილად მოაძლიერებს ქართულ სახელმწიფოსა და ქართველებს. ეს ყველაფერი 20-25 წლის წინ ვიწინსწარმეტყველე და სიტყვა-სიტყვით ასრულდება. მთავრობა იცვლება, იცვლება ყველაფერი და ეს, ვიმეორებ, საქართველოს სასიკეთოდ.

ვხედავ, ქუთაისში აღდგება ის ქარხნები, კომუნისტების დროს რომ ფუნქციონირებდა. ქუთაისი იყო და იქნება ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი. მრავალი ადამიანი დასაქმდება, ხოლო პროდუქცია კი დიდ შემოსავალს მოუტანს სახელმწიფოს. ეს სამხედრო ხაზითაა – მაგალითად, სამხედრო მანქანები, სამხედრო ვერტმფრენები და უამრავი სხვა რამ. ეს ძალზე საინტერესოა. მით უმეტეს, რომ ყველაფერი ეს ახალია და მოდერნიზებული, 21-ე საუკუნის თანამედროვე იარაღებია. ამაზე ბევრს ილაპარაკებენ, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ამას კანონიერ სტატუსს მიანიჭებენ. განსაკუთრებით ამერიკა იაქტიურებს. რუსეთი კი, როგორ ყოველთვის, წინააღმდეგია, თუმცა არაფერი გამოუვა.

რუსეთმა დიდი ხანია, დაკარგა საქართველოზე ძალაუფლება, რასაც ვერ ეგუებიან დღემდე. საქართველო კი არ ჩერდება, წინ მიიწევს და ყველა ცვლილება ქართველი ხალხის სასიკეთოდაა მომართული. რუსეთს დღეს ომის დაწყება საქართველოს მიმართ არ აწყობს. რუსეთი ცდილობს, ჩრდილოეთ კავკასია შეინარჩუნოს და ამით არის დაკავებული. მათი პროექტი ასეთია: 1. ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის შემადგენლობაში შეინარჩუნოს; 2. გაატაროს ისეთი მყარი პოლიტიკა, რომელიც მრავალ საკითხს გადააწყვეტინებს მთელ კავკასიაში – განსაკუთრებით კი საქართველოს მიმართ. თუმცა ეს გეგმა სათავეშივე ჩაფლავებულია – ვხედავ, ვერ განახორციელებენ. ისევ ამერიკა უწევს წინააღმდეგობებს და არც მისცემს რუსეთს კავკასიის დაპყრობის უფლებას. ამას დიდი პოლიტიკური ბრძოლები უძღვის წინ.

რუსეთი ვერაფრით ეგუება საქართველოს დაკარგვას, რომელსაც ვერასდროს დაიბრუნებს. თუმცა ახლოსაა ის დროც, როცა კრემლის ბინადარნი, ანუ მთავრობა შეიცვლება. ვხედავ, მოდიან ნამდვილი დემოკრატები და ეს დროულიც იქნება როგორც თავად რუსი ხალხისთვის, ისე რუსული პოლიტიკისთვის (უპირველეს ყოვლისა!), ვინაიდან კრემლმა თითქმის მთელი მსოფლიო დაიპირისპირა დღეს – რუსული პოლიტიკა ნულის ტოლია. და ვხედავ, პირველი, რასაც რუსეთის მთავრობა გააკეთებს, ეს არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. ამას მთელი მსოფლიო მოსთხოვს რუსეთს. და საერთოდ, მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება.

რაც შეეხება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს, იგი ქართველებს ეკუთვნის და აზერბაიჯანის მცდელობა ფუჭია. კოსმოსი არ დაუშვებს ამ წმიდა ადგილის წართმევას!დიახ, წართმევას – აზერბაიჯანს სომხეთთან ომები ჯერ კიდევ წინ აქვს, ყარაბაღს არ უთმობენ ერთმანეთს.

რუსეთი ორმაგ და სამმაგ თამაშებს განაგრძობს, საქართველო კი წართმეულ ტერიტორიებს იბრუნებს. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მომავალში ქართული პოლიტიკა მთლიანად იცვლება და აქ დიდ როლს, ვხედავ, ისევ ამერიკა ითამაშებს და ნურავის გექნებათ ილუზია. ეს ცვლილებები საქართველოს სასარგებლოდ იქნება მხოლოდ.

ყველაფერი მთელი სიზუსტით სრულდება. ხომ გსმენიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი განაგებდაო – ბრძნული ნათქვამია. ვხედავ, მოდიან „მეცნიერები“, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და ეს ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. ეს ჯერ კიდევ 1992-1995 წლებში ვიწინასწარმეტყველე. ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით, განსაკუთრებით კი, რაც გიორგი ბრწყინვალესთან დაკავშირებით ვიწინასწარმეტყველე.

2012 წელი, 20 ივნისი

რუსეთში იქნება დიდი ცვლილებები, განსაკუთრებით ოპოზიციის მიმართ. მთავრობა და პარლამენტი გაუგონარ კანონებს მიიღებენ – რაც უკვე მიიღეს, ეს ჯერ კიდევ არაფერია. ეს ისეთი კანონებია, რაც მსოფლიო პოლიტიკას გააღიზიანებს. თითქოს სიტყვა „ოპოზიციაც“ კი უნდა აიკრძალოს, ოპოზიცია რუსეთს საერთოდ არ სჭირდება. „თუნდაც, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, რით იყო ცუდი? არაფრით! პირიქით, მშვიდად ვცხოვრობდით“, – ასე მსჯელობენ მთავრობაში. მართალია, დღეს საბჭოთა კავშირის აღდგენა ზღაპარია, მაგრამ თავის სახლში, რუსეთის ტერიტორიაზე ვინ დაუშლით საბჭოთა კანონებით ცხოვრებას? თანაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დღემდე ნატრულობს საბჭოთა კავშირს, კომუნისტურ პარტიას.

ვხედავ, რუს ხალხს წინ დიდი სირთულეები ელის. რუსეთისთვის ჩრდილოეთ კავკასია, ვიმეორებ, დიდი თავსატეხია. ასე ადვილად ვერ დაიმორჩილებს რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიას. ვხედავ, ჩეჩნეთის მთავრობა რუსეთის მითითებებს კი ასრულებს, მაგრამ სინამდვილეში ჩეჩნეთის აღორძინებასა და მოძლიერებას ცდილობენ. ამგვარი რამ რუსეთის მთავრობას ნამდვილად არ მოეწონება. განსაკუთრებით სამხედრო ხაზით, ასევე მათი ადათ-წესების ახლად დანერგვა და განსაკუთრებული სიზუსტით, მთელი სიმტკიცით შესრულება და ა.შ.და ა.შ.

რუსეთის მთავრობამ ყველაფერი მშვენივრად იცის, მაგრამ დღეს სხვა პოლიტიკას ჩეჩნეთში უბრალოდ ვერ გაატარებს სხვა პოლიტიკურ გარემოებათა გამო. თუმცა არც მომავალში იქნება გვიან, ისევ ომის ქარცეცხლში გაატარონ ჩეჩნები. მომავალში ისევ დიდი ომით დამთავრდება რუსეთ-ჩეჩნეთის ძმური ურთიერთობა. ეს იქნება ხანგრძლივი და დიდი ომი. ჩეჩნეთის გამოუსწორებელი შეცდომა კი ის იქნება, რომ კავკასიის გაერთიანებულ ცენტრში, ანუ საქართველოსთან არ შევა კონტაქტში, ხოლო თურქეთი და ირანი კი ვერაფრით დაეხმარებიან.

ვიმეორებ, ვხედავ რუსულ გეგმებს, ინგუშეთი კვლავ შეუერთოს ჩეჩნეთს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო ჩეჩენ-ინგუშეთის რესპუბლიკა. რუსეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს საერთოდ ჩრდილოეთ კავკასიას და გასაკვირი არ არის, რასაც მომავალში მოიმოქმედებს: არავითარი სახელმწიფოები – ეს რუსეთის ფედერაციაა, ანუ დიდი რუსეთი! მოკლედ, ჯერ იპყრობენ, მერე სახელს გადაარქმევენ და ისე გადააქცევენ რუსეთის ქალაქებად, როგორც, მაგალითად, სოჭი აქციეს. რუსეთის მთავრობის პასუხი კი ასეთია: პატარა სახელმწიფოებს ასე უფრო დავიცავთ და მოვუვლით, რათა არ გადაშენდნენო. და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი რუსულ დიპლომატიაში (როგორც ყოველთვის!). მაგალითისთვის აფსუებიც კმარან, რომლებიც მართლა გადაშენების გზაზე არიან. ისინი რუსულად უფრო ლაპარაკობენ, ვიდრე საკუთარ ენაზე. ეს პროცესები გაგრძელდება და ამას ვერავინ შეაჩერებს. ეს მრავალი წლის წინ ვიწინასწრამეტყველე და ყველაფერი სრულდება.
ვხედავ, დაიწყებენ მოსკოვის გასუფთავებას. სხვა ეროვნების ხალხს იგივე ელით, რაც ქართველებს გაუკეთეს. ეს მთლიანი, დიდი პროგრამაა, რომლითაც რუსეთის მთავრობა ამართლებს სხვა ეროვნების ხალხის გაყრას მოსკოვიდან. ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანენ. განსაკუთრებით კი მუსლიმანებზე არიან ორიენტირებული. ვხედავ განსაკუთრებულ ბრძანებას, რომ არცერთი მუსლიმი არ დარჩეს რუსეთის დედაქალაქში. ეს საკითხი გადაიქცევა უმნიშვნელოვანეს თემად, რაც დიდ ქაოსს გამოიწვევს. მაგრამ მუსლიმანები ვერაფერს გახდებიან. მათ მოუწევთ დედაქალაქის დატოვება. იქნება უამრავი მკვლელობა და ომები, მაგრამ ისინი წააგებენ.

თვითონ რუს ხალხსაც, განსაკუთრებით, მორწმუნეებს, არ სურთ მუსლიმანთა მოძლიერება, რომლებმაც ლამის საკუთარ დედაქალაქად გამოაცხადონ მოსკოვი. რუსეთის მთავრობას საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი, როგორც ყოველთვის, არ აინტერესებს. თუმცა ბევრი გაჩუმდება კიდეც, ვინაიდან თვითონაც ამ გზით, დეპორტით გაასუფთავებენ საკუთარ ქალაქებს.
საერთოდ კი, მომავალში ადამიანები საკუთარ ქვეყნებს დაუბრუნდებიან. და ეს მოხდება მთელ მსოფლიოში, მასიურად. რუსეთი მაგალითი იქნება ამ მხრივ მომავალში სხვა ქვეყნებისთვის.

2012 წელი, 7 ივლისი

საქართველოს მიმართ რუსეთის სურვილები დიდი ხანია, ჩაკეტილია კოსმოსიდან. და არა მარტო რუსეთისა: თუკი რამ უარყოფითი წამოვა ამერიკიდან, ამერიკაც გადაიკეტება კოსმოსიდან. ასე რომ, ვინც მოდის ხმლით, საქართველოც ხვდება ხმლით, ხოლო ვინც მოდის სიკეთით, ქართველი ხალხიც გაუღიმებს სიკეთით. მტერს მტრულად ვხვდებით დ მოყვარეს მოყვრულად – ამის დასტურია ქართლის დედა.

მინდა ვუთხრა ჩემს საყვარელ ქართველებს, რომ ქართველი კაცი ყოველვის იბრძოდა და იბრძოლებს საქართველოს გადასარჩენად. ნუ შეგიპყრობთ უიმედობა! ჩვენი ხალხი ყოველთვის ბრძოლით ინარჩუნებდა ქართველობას, ზნეს, წეს-ჩვეულებას და ამან გადაგვარჩინა გადაშენებისაგან. დიდი ხანია ვხედავ და მრავალჯერ ვიწინასწარმეტყველე კიდეც, რომ ქართული სოფელი მოძლიერდება, დაცლილი ადგილები ისევ აივსება ხალხით. ვხედავ, არავის არ სურს პატარა მიწის დათმობაც კი, რომელიც მის მამა-პაპას ეკუთვნოდა – არც დათმობენ! როცა სოფელი ძლიერია, ძლიერია სახელმწიფოც. პური, ხვავი და ბარაქა არ მოაკლდება ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. ეს წინასწარმეტყველებაა და იგი ყოველთვის სრულდება.

მინდა აღვნიშნო, რომ საპატრიარქოში ბევრი რამ იცვლება. ვიმეორებ მრავალჯერ დანახულს: ქართული ჯვარი გაბრწყინებულია. ქართული სარწმუნოება უფრო მოძლიერდება. ამინ! ყველაფერი კი კოსმოსში წყდება, ამიტომ ყველაფერი ისე ასრულდება, როგორც დაწერილია.
მოხდება დიდი ცვლილებები მსოფლიოში და ეს პოლიტიკური გარდაქმნები რადიკალურად შეცვლის წამყვანი ქვეყნების, სახელმწიფოების ურთიერთობებს. ეს იმას ნიშნავს, რომ იცვლება მთლიანად მსოფლიო პოლიტიკა, რაც ნაკლებად დემოკრატიული იქნება. ასე ვქვათ, აკრძალულში გადადიან, აკრძალულ ზოლს მიღმა, აკრძალული მეთოდებით იცავენ საკუთარი ქვეყნების ტერიტორიებს, მართავენ ბრძოლებს წესების გარეშე. ზუსტად აქედან იწყება ის ომები, ანუ მესამე მსოფლიო ომი, რომელიც 25 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე.

ირანში, ანუ ზოგადად აღმოსავლეთში რაც ხდება, ამას ვერ ამერიკა, ვერც რუსეთი და არც მამაზეციერი არ დაამშვიდებს. იმ ავანტურისტული პოლიტიკით, რომელიც ამერიკამ და რუსეთმა გაატარეს აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ, მოიმკიან იმას, რომ ომებს ვერ ჩააქრობენ. ხალხი ისევ იარაღით დარბის, არ ესმის დიპლომატიური გარიგებები და მორიგებები (ამაში განათლების დონეც დიდ როლს თამაშობს), არანაირი მოლაპარაკება არ აინტერესებს.

ვხედავ, ომები შეჩერდება რაღაც პერიოდით, მაგრამ კვლავ თავიდან დაიწყება. ასე ადვილად ვერ ჩააქრობენ. მით უმეტეს, რომ ისრაელი მზადაა ომებისათვის. ირანი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ზუსტად მაშინ, როცა მისი მთავრობა ფიქრობს, ამერიკა კი იმუქრება, მაგრამ ურანის გამდიდრების გამო ომების დაწყება არ სურსო. აი აქ უშვებენ პოლიტიკურ შეცდომებს და დაიწყება დიდი ომი. ამერიკა, რასაც მუდმივად ვხედავ, დაარტამს ირანს, ვინაიდან ის სხვა გზას არ უტოვებს.
რუსეთი კი გართულია თავისი საშინაო საქმეებით, ტერიტორიების გადასინჯვაშია, საკუთარი ომები აქვს გაჩაღებული შიდა პოლიტიკაში და ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან მიმართებაში. მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი საქართველოს ვერ დაიპყრობს. ისიც მინდა აღვიშნო, რომ ვერც ამერიკა განახორციელებს თავის ყველა სურვილს ქართულ მიწაზე. 1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველება, რომ საქართველოს საზღვრებზე იდგმება ბოლო მოდელის იარაღი, ეს არის დადებითი მხარე ამერიკის მიერ საქართველოში გატარებული პოლიტიკისა.
საქართველო, მინდა მოგახსენოთ ყველას, რომ ერთ-ერთი უძველესი კულტურის კერაა მსოფლიოში, რაზეც არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენები ილაპარაკებს მომავალში. ჩვენს წარმომავლობასა და კულტურაზე კიდევ ბევრი რამ ამოიწევა ისტორიიდან.

საქართველო და ქართველი ხალხი არ არის ხელწამოსაკრავი. სანამ ამერიკა და ევროპა რამეს მოიფიქრებენ, ქართველებს ის უკვე მოფიქრებული აქვთ საუკუნეების წინ. მხოლოდ ხანდახან, დროის რომელიღაც მონაკვეთში ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ საქართველოში მოდის ძალა, რომელიც აღმართსაც მოხნავს და დაღმართსაც ერთდროულად. ასეთი ძალიან დიდი ძალა დევს ქართულ გენში. ქართველებს ვერავინ ვეღარ „დააჩმორებს“ და ვერ დაიმონებს, იმიტომ რომ ქართულ გენში დევს მებრძოლი სული და ასევე გონივრული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ოღონდ ამას დიდი სწავლა-განათლება სჭირდება, თანაც სხვა ქვეყნებში.

საქართველო მომავალში, როგორც წლების წინ ვიწინასწარმეტყველე, მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გვერდით – დღეს კიდევ ვერ გაუთავისებიათ მეზობელ ქვეყნებს საქართველოს აბრეშუმის გზის მნიშვნელობა. რუსეთი იმიტომ აგებს საქართველოსთან და წააგებს კიდეც, რომ ჯეროვნად ვერ აფასებს, რა არის ქართული გენი.

ქართველ პოლიტიკოსებსაც მხოლოდ სამ სიტყვას ვეტყოდი… ისე არ არის მოწყობილი ქვეყანა, როგორც თქვენ გგონიათ, ისე არ არის ყველაფერი, როგორც თქვენ გინდათ, რომ იყოს. თუ თქვენს ჩანაფიქრებში არ არის სიკეთე ქართველთა მიმართ, არცერთი წერტილი თქვენი პოლიტიკური პროგრამისა არ ასრულდება.
და ეს სამი სიტყვა არის: ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!”, – ნათქვამია წინასწარმეტყველებაში.