მესამე ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოსულია კონკრეტული კატეგორიის ვიზით, უფლება აქვს, მოითხოვოს ამ ვიზის შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.

ბინადრობის ნებართვის კატეგორიებია:

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

სამსახურებრივი ან პროფესიული მიზეზით გაცემული ნებართვები:

დაქვემდებარებული (დაქირავებული) სამუშაოს შემსრულებელი პირებისთვის;

დარგობრივი სამუშაოს შემსრულებელი პირებისთვის (შესაბამისი დიპლომის ან

კვალიფიკაციის დამადასტურებელი სარწმუნო საბუთის ფლობისას);

პირებისთვის, რომლებიც ეწევიან საინვესტიციო საქმიანობას;

პირებისთვის, რომლებიც ეწევიან მაღალპროფესიულ საქმიანობას.

\ ნებართვები სეზონური სამუშაოს შემსრულებელთათვის:

სეზონური დასაქმება;

მეთევზეები/თევზსაჭერ ხომალდზე დასაქმებული პირები;

ხელოვნების მუშაკები;

პირები, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ეწევიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში;

პირები, რომლებიც სამეწარმეო (ბიზნეს) საქმიანობას ეწევიან მესამე ქვეყნებში;

ჯგუფური ტურისტული ტურების ორგანიზატორები (და ხელმძღვანელები);

მესამე ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომლებიც შემდგომი პრაქტიკის გავლის მიზნით სტუმრობენ საბერძნეთს.

ნებართვები ე.წ. „ჰუმანური“ (პირადი ან ოჯახური) მიზეზით, ან „განსაკუთრებულ გარემოებათა გამო“:

ჰუმანური მიზეზებით (მაგ.: ავადმყოფობა);

განსაკუთრებული გარემოებებით;

საჯარო ინტერესებისთვის;

სხვა მიზნებით.

\ ნებართვები სწავლის, მოხალისედ (ანაზღაურების გარეშე) მუშაობის, სამეცნიერო

კვლევისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით:

განათლების მიღება;

მოხალისედ მუშაობა;

სამეცნიერო კვლევა;

პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.

ნებართვები ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის მსხვერპლთათვის\ ნებართვები ოჯახის გაერთიანების მიზნით:

მესამე ქვეყნის მოქალაქის ოჯახის წევრისათვის, რომელმაც მიიღო ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით;

საბერძნეთის მოქალაქის, ან „თანამემამულის სპეციალური პირადობის მოწმობის“(Ε.Δ.Τ.Ο. – Ειδικό Δελτίο Ταυτοτητας Ομογενούς) მფლობელი პირის ოჯახის წევრისათვის;

ინდივიდუალური ბინადრობის ნებართვა მესამე ქვეყნის მოქალაქის, ან„ თანამემამულის სპეციალური პირადობის მოწმობის“ მფლობელი პირის ოჯახის წევრისათვის;

ინდივიდუალური ბინადრობის ნებართვა საბერძნეთის მოქალაქის ოჯახის წევრისათვის.

გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვები:

ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში ხანგრძლივად მცხოვრებისათვის. ამგვარი ნებართვა შეიძლება მიეცეს პირს, რომელიც ფლობს ბერძნული ენის Β1 სერტიფიკატს, ან ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას ბოლო 12 წლის განმავლობაში;

„მეორე თაობის“ ბინადრობის ნებართვა (მაგ.: თუ ბავშვი დაბადებულია საბერძნეთში, ან დაწყებით სკოლაში 6 კლასი ისწავლა);

10-წლიანი ბინადრობის ნებართვა საბერძნეთში მომუშავე პირისათვის (რომელიც 2006 წლის 1 იანვრამდე უკვე ფლობდა ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას).

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კატეგორიის ბინადრობის ნებართვაში მითითებულია, აქვს თუ არა მფლობელს მუშაობის უფლება. ბინადრობის ნებართვის მიზნობრიობის შეცვლა შეუძლებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ბინადრობის ნებართვაში მითითებულია მფლობელის

პროფესია ან საქმიანობა. პირველადი ბინადრობის ნებართვის ვადა 2 წელია, გარდა კანონითგ განსაზღვრულ გამონაკლისი შემთხვევებისა, ხოლო მისი გაგრძელება შესაძლებელია 3 წლით.

წყარო exclusivetv,ge