ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები, – ამის შესახებ ალერგოლო-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ, საგანგაშო არაა, თუმცა სახელმწიფო უნდა ემზადებოდეს სწორი თავდაცვითი ღონისძიებებისთვის.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

„ძალიან საპანიკოდ და მნიშვნელოვნად საგანგაშოდ არ გვაქვს მდგომარეობა, თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ეს შეიძლება გამოწვევა იყოს. სახელმწიფო უნდა ემზადებოდეს სწორი თავდაცვითი ღონისძიებებისთვის, რაც გულისხმობს უფრო მეტი ტესტირების და გენომური კვლევის შესაძლებლობას, მეტი ექიმის გადამზადებას. ადამიანების წილი პასუხისმგებლობა არ შეცვლილა ისევ გვევალება პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. ინფიცირებულია 50 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

შეხვდება თუ არა ახალი შტამის ვირუსი ადამიანებს, ვინც კორონავირუსი ერთხელ უკვე გადაიტანა – კულუმბეგოვის განმარტება