ახალი დეტალები იტალიაში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც 55 ადამიანი დააკავეს – ირკვევა, რომ იტალიაში გაშიფრული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელი კონსტანტინე მიროტაძეა.

იგი, სავარაუდოდ, გაყალბებული დიკუმენტებით რესტორან “პანე ჯორჯიანოს” მთავარი მომმარაგებელი იყო.

“პანე ჯორჯიანოს” მეპატრონე, კახაბერ ცერცვაძე, ადასტურებს იმას, რომ დაკავებული მიროტაძე მათი თანამშრომელი და მთავარი მომმარაგებელია. თუმცა ხელმძღვანელობდა თუ არა კრიმინალურ დაჯგუფებას, არ იცის.

დაჯგუფების წევრი იყო საფრანგეთში დაკავებული 58 წლის კანონიერი ქურდი, კახაბერ ალშიბაია, იგივე “ზუგდიდსკი” – ის 4-ჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის, ბოლოს 2015 წელს საფრანგეთში გაასამართლეს, თუმცა საპატიმროდან თავის დაღწევა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი 2000 წლიდან მოყოლებული არც მისმა მშობლებმა იცოდნენ, თუმცა დაკავებულის დედა კამერებთან ღიად ადასტურებს იმას, რომ კახაბერ ალშიბაია ქურდული სამყაროს წევრია.