ავსტრიის დედაქალაქში 20 დეკემბერს ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა. ის ერთი თვის განმავლობაში ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობილია, რომ მამაკაცი ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსით და „კახა თოფაძის“ სახელით იმყოფებოდა, თუმცა ახლობლების თქმით, სინამდვილეში ის ხვიჩა კეგოშვილია.
პირად მონაცემებში არსებული შუსაბამობის გამო, გარდაცვლილის ინდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, შესაბამისად გართულებულია ცხედრის საქართველოში გადმოსვენების საკითხი.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

გარდაცვლილის ცხედარი ამ დრომდე საავადმყოფოს პროზექტურაში რჩება.

ექსპერტიზის და პროზექტურის ხარჯების დასაფარად ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ფულს აგროვებენ. ავსტრიაში მყოფი ქართველები ამბობენ, რომ თუ თანხა ვერ შეგროვდება, შესაძლოა ცხედარს კრემაცია ჩაუტარდეს და მისი სამშობლოში გადასვენება საერთოდ ვეღარ მოხერხდეს.

„გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი დღემდე იმყოფება ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის, ე. წ. აკაჰა-ს პროზექტურაში: გადასვენება (რომელსაც საკონსულო დააფინანსებს) ვერ ხდება იმის გამო, რომ შეცვლილი სახელის და გვარის გამო (ბიუროკრატულად) გართულდა ნეშტის იდენტიფიცირება: დნმ-ის ექსპერტიზა და კერძო დამკრძალავი ბიუროს მორგში განთავსება, სავარაუდოდ, სამი კვირით, დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, რომელიც (სავარაუდოდ) 2.000 ევრომდე ავა…

დავეხმაროთ გაუბედურებულ ოჯახს, რომ ფერფლი კი არა მისი მიცვალებულის ცხედარი ჩაუვიდეს სახლში… შევაგროვოთ ფული! 5 ევროც რომ იყოს, არ მოგერიდოთ… სხვა დროსაც შეგვიგროვებია ამაზე გაცილებით დიდი თანხები! დიდი მადლობა წინსწარ.

ანგარიშის ნომერი

AT82 2011 1837 4145 6300 – NONA CHKHIKVISHVILI“

ვენაში გარდაცვლილი ქართველის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება – ცხედარი შესაძლოა დაწვან