ვატიკანში პირებს, ვინც საპატიო მიზეზის გარეშე ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. განცხადება ამის შესახებ ქალაქ-სახელმწიფოს გუბერნატორმა ჯუზეპე ბერტელომ გააკეთა. მოქალაქეებისა და სხვა და სხვა უწყებებსა და სამუშაო ორგანიზაციებში მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის დაცვა მთელ რიგ რეგულაციებს ითვალისწინებს. ვაქცინაცია ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და მასზე უარის თქმა მოსახლეობისთვის რისკის გაზრდას გულისხმობს.

რეგულაციები ქუჩაში ნიღბის ტარებას, დისტანციის დაცვას და სავალდებულო კარანტინის გავლას ითვალისწინებს. დარღვევები დაჯარიმებადია. რომელთა საფასური 25 ევროდან 1500 ევრო შეიძლება იყოს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ვატიკანში ვაქცინაციის კამპანია იანვარში დაიწყო. ამ დროისთვის კომპანია Pfizer უკვე 5 ათასი ადამიანია აცრილი, რომელთა შორის არა მხოლოდ სასულიერო პირები, არამედ ვატიკანის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები არიან.