იტალიაში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ბევრი ადამიანი კითხულობს, თუ როდის მოვა მათი ჯერი, ან ვინ ისარგებლებს უპირატესობით.

ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გასცა პირველი დირექტივები. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვაქცინაზე ექსპერიმენტები ტარდებოდა, მთავრობისთვის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა დოზების რაციონალიზაცია და ვაქცინაციის კამპანიის წამოწყება იყო.

იტალიაში კოვიდის ვაქცინის ჩამოსვლის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა მითითებები თუ რომელი კატეგორიის სუბიექტებს ექნებათ უპირატესობა პირველ ეტაპზე. ამ დროისთვის ვაქცინაციის პერიოდი დაყოფილია 4 ფაზად

1 ფაზა. იანვრიდან-მარტამდე პირველ ფაზაში, რომელიც უკვე დაწყებულია, შედის, ყველა ის ადამიანაი, რომლებიც განეკუთვნებიან რისკ ჯგუფს. ესენია: წინა ხაზზე მყოფი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სისტემის მუშაკები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებიდან, მოხუცთა სახლების პერსონალი და მოხუცები 80 წლიდან ზევით.

2-ე ფაზა აპრილიდან-ივნისამდე. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, პირველი ფაზის დასრულებისთანავე, იწყება ვაქცინაციის მეორე ფაზა. აიცრებიან: ადამიანები მწვავე დაავადებებით (რამდენიმე პათოლოგიის ერთად მქონე პირები) და იმუნოდეფიციტიანები, სკოლის მმართველი ნაწილი და 60 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანები.

3-ე ფაზა. ივლისიდან-სექტემბრამდე. შუა ზაფხულიდან ადრე შემოდგომამდე განხორცილედება მესამე ფაზა და აიცრებიან: აუცილებელი სამსახურის მუშაკები, ციხეები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, თანდაყოლილი და ნაკლებად მძიმე დაავადებების მქონე ადამიანები და სკოლის დარჩენილი მუშაკები.

4-ე ფაზა. ოქტომბრიდან-დეკემბრამდე. მეთხე ფაზაში აიცრება მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი.

დღეისათვის, პირები რომლებიც ვაქცინის პირველ დოზებს იღებენ, გამოძახებულნი იქნენ სატელეფონო ზარებით. დღეის მდგომარეობით ცნობილი არ გახლავთ თუ რა მეთოდით გაგრძელდება სხვა დაინტერესებული პირების გამოძახება.

მასალა მოამზადა ხათუნა შარაძემ
თარგმანი: მელი თურმანიძე