იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ისინი იურიდიულ ზომებს მიიღებენ მწარმოებელ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ სახელშეკრულებო უფლებების ფარგლებში, რომლებმაც განაცხადეს, რომ შეამცირებენ კორონავირუსის ვაქცინების მომარაგებას.

იტალიამ სწრაფი რეაგირება მოახდინა აშშ-ს ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ის მიერ 15 იანვარს ევროპისთვის ვაქცინების მიწოდების დროებით შემცირების გამოცხადების შემდგომ ჯერ კიდევ ევროპის ფარმაცევტული სააგენტოსაგან დამტკიცების არ მქონე Oxford-AstraZeneca-ს მიერაც წარმოებული ვაქცინების მიწოდების დაგვიანებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

”Covid-19 ვაქცინების მწარმოებლებისგან ჩვენს მიერ მიღებული უახლესი ამბები შემაშფოთებელია”, – გააზიარა იტალიის პრემიერ მინისტრმა კონტემ Facebook- ის საკუთარ ანგარიშზე.

”იტალია 8 მილიონი დოზის ნაცვლად 3,4 მილიონი დოზას მიიღებს”

კონტე აცხადევს რომ ვაქცინის მიწოდება პირველად Pfizer-Biontech-მა შეამცირა და ამტკიცებს რომ მიწოდების შეფერხება ისეთი სწრაფად განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც იტალიაა, ერთგვარი „დასჯაა“.

კონტე ასევე აცხადებს რომ ვაქცინის მიწოდების შეფერხება იწვევს იმას რომ იტალიის ზოგიერთ ნაწილში ვაქცინაციის დაწყება ვერ ხერხდება და ვინც უკვე მიიღეს ერთი დოზა მეორე დოზის მიღების დაგვიანება ხდება.

კონტო საბოლოოდ გუშინ AstraZeneca-ს კომპანიისგან მიღებულ დაგვიანებების ამბებზე მიუთითებს და აცხადებს „მთავარი შემაშფოთებელი კი AstraZeneca-სგან მიღებული ამბებია, რომელსაც მიწოდებისთვის ევროკავშირის შიგნით ელოდებიან. პირველი სამი თვის განმავლობაში გასანაწილებლად დაგეგმილი დოზების 60% შემცირება თუ დადასტურდება, იტალია 8 მილიონი დოზის ნაცვლად 3,4 მილიონ დოზას მიიღებს. ყველაფერი ეს მიუღებელია.“

აღნიშნულ იქნა რომ Covid-19 ვაქცინების მიწოდების დროებით შემცირების განცხადების განმახორციელებელი Pfizer-ის მიმართ კანონიერი გზებისთვის მიმართვაზე ფიქრობენ და ამ საკითხთან დაკავშირებით იურიდიულმა მრჩეველებმა უკვე დაიწყეს მოქმედება.

Pfizer-მა განაცხადა რომ იტალიისთვის ამ კვირას განხორციელებული ვაქცინის მიწოდება დანაპირებზე 29%-ით ნაკლები განახორციელა, მომავალ კვირას კი 20%-ით ნაკლები იქნება.