თაღლითობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 6-მა პირმა – მათ შორის საქართველოს მოქალაქემ მუღლის პროვინციაში მცხოვრები 84 წლის მამაკაცის საკუთრებაში არსებული ქონება მიითვისა. საუბარია საერთო ჯამში 100-ზე მეტ ერთეულ უძრავ ქონებაზე.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მოხუცს მეხსიერების პრობლემა ჰქონდა. დაკავებულების ნაწილი ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს. სამი პირის, მათ შორის საქართველოს მოქალაქე ლ.კ.-ს საქმე კი სასამართლოს გადაეცემა.