გაურკვეველი დანიშნულებისა და წარმოშობის ლითონის მონოლითი ახლა უკვე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გამოჩნდა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. 

მონოლითის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე 45 სანტიმეტრია. ობიექტი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შანლიურფის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთით გიობიოკლის თეპეს ღია ცის ქვეშ მოწყობილ მუზეუმთან ახლოს აღმოაჩინეს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

უცნობი წარმომავლობის მონოლითზე ძველ თურქულ ენაზე  წარწერაა დატანილი: ”თუ გინდა მთვარე დაინახო, ცას შეხედე”.

2020 წლის ნოემბერში პირველი მსგავსი მონოლითი აშშ-ის შტატ იუტას უდაბნოში იპოვეს. მოგვიანებით ასეთივე ობიექტები დიდ ბრიტანეთში,  რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში აღმოჩნდა.

იდუმალმა მონოლითმა, რომელიც პირველად ნოემბერში აშშ-ში იუტას შტატში, შემდეგ რუმინეთში, მერე კი ისევ აშშ-ში – კალიფორნიაში გამოჩნდა, უამრავი სპეკულაცია გამოიწვია. ისიც კი ითქვა, რომ უცხოპლანეტელების ნახელავი იყო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მისტიკური სვეტის ავტორი ამერიკული არტ ჯგუფი The Most Famous Artis-ია. ამის შესახებ მათ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე განაცხადეს. უფრო მეტიც, არტისტები მსურველებს 45 000 დოლარად მსგავსი სვეტის დამზადებას სთავაზობენ.