თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, 28 დეკემბრიდან საჰაერო გზით ქვეყანაში შესვლის მსურველებს PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით, საზღვაო და სახმელეთო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებს PCR ტესტის პასუხის წარდგენა 30 დეკემბრიდან დაევალებათ.

ამასთან, სავალდებულოა ტესტი ქვეყანაში ჩასვლამდე 72 საათის განმავლობაში იყოს გაკეთებული. გამოცემის ცნობით, აღნიშნული რეგულაცია 2021 წლის 1 მარტამდე იმოქმედებს.

კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხების გარდა, იმ პირებს, რომლებიც  ბოლო 10 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში, დანიასა და სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდნენ სავალდებულო კარანტინის გავლა მოეთხოვებათ.