თურქეთში ბოლო ერთ საათში ზედიზედ სამი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4,8 მაგნიტუდას აღწევდა. მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, იზმირის პროვინციაში, ეგეოსის ზღვასთან ახლოს დაფიქსირდა.

პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში, მეორე და მესამე კი 16 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

რყევები მეზობელ რეგიონებშიც იგრძნობოდა. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.