კომენდანტის საათი, რომელიც თურქეთში 31 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს, ტურისტებს არ შეეხება. ამის შესახებ ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში განაცხადეს.

”დიახ, ეს ნამდვილად ასეა. კომენდანტის საათი არ ვრცელდება ტურისტებზე, სულ მცირე, სანამ რაიმე სხვა დამატებითი შეზღუდვა დაწესდება”, – განაცხადეს უწყებაში.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

14 დეკემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უწყვეტი კომენდანტის საათი 31 დეკემბრის 21:00-დან 4 იანვრის 05:00-მდე დაწესდება. ამჟამად გარეთ გასვლა უქმე დღეებშია შეზღუდული. ამასთან, სასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების ვიზიტორთა რაოდენობა შეზღუდულია. ამ ობიექტებში შესვლისას მოსახლეობამ QR კოდი, ე.წ. „ჯანმრთელობის კოდები“ უნდა წარადგინოს.