თურქეთში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე (AFAD) დაყრდნობით იუწყება.

სტიქია ელაზიღის პროვინციაში ადგილობრივი დროით 09:37 საათზე დაფიქსირდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრა 15,94 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. ამ დროისათვის, ზარალისა და მსხვერპლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია არ ვრცელდება.