საბუთების შემოწმება, იდენტიფიცირება და გაჩერება

იტალიის რესპუბლიკაში, პოლიციის აგენტებს (სახელწმიფო პოლიცია, კარაბინიერბი, მუნიციპალიტეტის პოლიცია და ა.შ.) უფლება აქვთ გაგაჩერონ და გაიძულონ ოფისში გაყოლა ანუ დანაყოფში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ უარს იტყვით, თქვენი პირადობის განცხადებაზე (გვარი, სახელი, და ა. შ.) ან არ წარადგენთ პირადობის დამადასტურებელ საბუთს ან ასეთის არ ქონის შემთხვევაში, ან როდესაც ისინი მიიჩნევენ, რომ თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ყალბია, ამას ეწოდება გაჩერება იდენტიფიცირებისთვის.

პოლიციის ოფიცრები, რომელთა მეშვეობითაც მიდიხარ პოლიციის განყოფილებაში, ვალდებულნი არიან გადასცენ ინფორმაცია რესპუბლიკის პროკურატურას და აქვთ უფლება თქვენი იდენტიფიცირებისთვის საჭირო დროით, მაგრამ არაუმეტს 24 საათისა გაგაჩერონ დანაყოფში. თქვენს ამოსაცნობად უფლება აქვთ აგიღონ თითის ანაბეჭდები და გადაგიღონ სურათები, მაგრამ არ აქვთ უფლება სხეულიდან აგიღონ რაიმე ნიმუში როგორიცაა თმის ღერი, ნერწყვი და ა. შ. ამას სჭირდება მოსამართლის სანქცია.

ამ პროცედურისთვის არაა სავალდებულო დამცველის აყვანა, მაგრამ თუ არ ფლობთ ენას აუცილებლად უნდა მოითხოვოთ თარჯიმანი.

თქვენ როგორც დაკავებულს, უფლება გაქვთ დაუყოვნებლივ მოსთხოვთ მათ ინფორმაციის გადაცემა რესპუბლიკის პროკურატურაზე, რადგან ამ მომენტიდან აითვლება ის კანონით გათვალისწინებული 24 საათიანი დაკავების ვადა.

თუ თქვენ უარს იტყვით ან წინააღმდეგობას გაუწევთ პოლიციის თანამშრომლებს საკუთარი მონაცემების წარდგენასა ან პოლიციის განყოფილებაში გაყოლაზე,შესაძლებელია შემდომში დანაშულში დაგდონ ბრალი.

თუ განაცხადებთ წერილობით ან სიტყვიერად ყალბ მონაცემებს ან წარადგენთ ყალბ დოკუმენტებს, თქვენს წინააღმდეგ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.

ხათუნა შარაძე
Exclusivetv,ge