თავის მოვლის პროცედურების ან კოსმეტიკის შერჩევის დროს ყველა ქალს თავისი საიდუმლო აქვს, თუმცა არის რაღაც დეტალები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ…

თუკი თმის შეღებვის დროს საღებავი სახეზე ან ყურებთან გადაგივიდათ, მოიშორეთ ლაქა მიცელარული წყლით.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ტონალური კრემის ფერი სასურველია, დღის შუქზე აარჩიოთ. წაისვით ტონალური საშუალება ყბა-სახის ქვედა ნაწილზე.

თუკი კონტურის იდეალურად წასმა გსურთ, დაიწყეთ ეს პროცესი ტუჩის კიდეებიდან, გამოყევით ტუჩის შუა ნაწილისკენ და შემდეგ ეს ხაზები შეაერთეთ.

თუკი კორეელ ლამაზმანებს ვენდობით, დაბანის შემდეგ სახის პირსახოცით გამშრალება კანს აღიზიანებს. წაისვით სახის კრემი ნოტიო კანზე, ამგვარად, კრემი უფრო კარგად შეიწოვება.

აკნეს მოშორებაში კბილის პასტა დაგეხმარებათ. დაიდეთ კბილის პასტა აკნეზე და დაელოდეთ მის სრულად გაშრობას. შედეგად აკნე გაშრება და ძალიან მალე მოგშორდებათ.

თვალების გარშემო ტონალური კრემის სწორად წასმაში ასეთი სამკუთხედი ფორმა დაგეხმარებათ.


კოსმეტიკური საშუალებები გაცილებით ეფექტურია, როცა სწორად მოიხმართ. ტონალური კრემი უნდა წაისვათ არა მხოლოდ სახეზე, არამედ კისერზე და დეკოლტეზეც.

ტუჩის საცხის სწორად შესარჩევად, გატესტეთ პომადა თითის ბალიშებზე.

თუ გსურთ ვარდისფერი, ოდნავ ფუმფულა და ნაზი ტუჩები გქონდეთ, ის პერიოდულად კბილის ჯაგრისით გაიხეხეთ.

ხოლო თუ გსურთ, წამწამები უფრო კარგად აიპრიხოთ, წამწამების „მაკრატელი“ ფენის ცხელი ჰაერით გაათბეთ.

წამწამების ასაპრეხი ტუში გამოგიშრათ? მოათავსეთ ის რამდენიმე წუთით ცხელ წყალში ან ჩაასხით შიგ რამდენიმე წვეთი ფიზიოლოგიური ხსნარი.

თუკი წარბების დასავარცხნი სპეციალური გელი დაგიმთავრდათ, დროებით შეგიძლიათ, თმის ლაკით ან თმის ჟელეთი ისარგებლოთ.


Funtine.ge