დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო, საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს:

„COVID-19 ვირუსის ახალი შტამის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ინგლისში მგზავრობის წესებში ცვლილება შედის:

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 იანვრიდან, ყველა საერთაშორისო მოგზაური, ბრიტანეთის მოქალაქეების ჩათვლით, რომელიც მიემგზავრება ინგლისში, ვალდებულია წარადგინოს COVID19 ვირუსზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც გამგზავრებამდე 72 საათის ფარგლებში იქნა ჩატარებული.

ახალი რეგულაციის უგულებელყოფისა და ტესტის პასუხის არქონის შემთხვევაში, მგზავრს დაეკისრება ჯარიმა – £500.მგზავრები, რომლებიც ინგლისში ჩამოდიან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ბრიტანეთს არ აქვს ე.წ. სამზავრო დერეფანი, კვლავ ვალდებული რჩებიან ჩამოსვლის შემდეგ გადავიდნენ 10 დღიან თვითიზოლაციაში (ქვეყნები, რომლებთანაც მოქმედებს ე.წ. სამგზავრო დერეფანი იხილეთ აქ.

ამ მოთხოვნაზე COVID19 ვირუსზე ტესტის პასუხი არ მოქმედებს.მგზავრებმა ასევე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა და დაემორჩილონ ქვეყანაში მოქმედი კარანტინის შეზღუდვებს.ზემოხსენებული წესები მოქმედებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საერთაშორისო მგზავრობის შემთხვევაში”, – აცხადებენ საელჩოში.

ვრცლად, იხილეთ ბმული.