“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის – ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პარტიის ყრილობა შაბათს გაიმართება. კობახიძეს აღნიშნულ ყრილობაზე დაამტკიცებენ, ამავე დღეს დამტკიცდება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

„დღეს შედგა პარტიის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა სადაც განვიხილეთ პარტიის მიერ გასამართ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები. პირველ რიგში გაცნობებთ, რომ პარტიის ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს და მას დაესწრება 400-მდე დელეგატი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყრილობა აირჩევს ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.