რამდენიმე წუთის წინ, ცხვარიჭამიაში მკვლელობა მოხდა. მეზობლებმა 42 წლის მამაკაცი – ტ.ქ. თავის სახლში მოკლული იპოვეს.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილს დაზიანებები სავარაუდოდ, ყელის არეში დანით აქვს მიყენებული.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მათივე თქმით, ტ.ქ. ალკოჰოლური თრობის ქვეშ ხშირად ჩნდებოდა, ასევე სვამდა სხვა პირებთან ერთადაც, ამიტომ ისინი არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ მათ შორს, კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.