ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, სრულად აღდგება მიკროავტობუსების მოძრაობა დედაქალაქში. საზოადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მსურველებმა რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინონ.

ამის შესახებ “თბილისის მიკროავტობუსი’ ავცხადებს.

– აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე

– აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა მიკროავტობუსებში

– სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

კომპანია სთხოვს ყველა მომხმარებელს, გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე და დაიცვას ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი წესები.

კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.