თიანეთის რაიონში, 96 წლის მამამთილი რძალმა სცემა, ნაცემია მისი ადვოკატიც. ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი ქონებრივი დავაა. ადგილობრივების ინფორმაციით, რძალმა და შვილმა მოხუც კაცს ბინა საქონლის სადგომში მიუჩინეს.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მოხუცს, ფონდმა “ერთობა საქართველოსთვის” ბინა უქირავა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში emigrantebi.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

emigrantebi.ge-ს უწყებაში ასევე დაუდასტურეს, რომ გამოწერილია შემაკავებელი ორდერიც.