ცალსახად ვურჩევ ყველას, ვისაც არ ექნება რაიმე განსაკუთრებული საწინააღმდეგო ჩვენება, ვაქცინის მიმართ ალერგიული რეაქცია ან რაღაც ასეთი, ყველამ გაიკეთოს ვაქცინა და უპირველეს ყოვლისა, ვინც განეკუთვნება რისკის ჯგუფებს. ის რომ ცუდი იყოს, ინგლისის დედოფალი და მისი ოჯახი არ აიცრებოდა, არ აიცრებოდა ჯო ბაიდენი და ერდოღანი“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მის მსგავს ქვეყნებს შორის იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვაქცინას მიიღებს, რაც შესაძლოა ერთი თვის განმავლობაში მოხდეს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

როგორც მან განმარტა, უკვე განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები, რომლებიც ვაქცინას პირველ რიგში მიიღებენ.

„უკვე განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები. პირველ რიგში, ეს იქნება ჯანდაცვის მუშაკები, ასევე ხანდაზმული და თანხმლები დაავადებების მქონე პირები, რასაც გასწვდება ვაქცინის ეს პირველი პარტია. ხოლო შემდეგი პარტიების დროს, ამოცანაა მოსახლეობის მინიმუმ 60% მაინც აიცრას. 60%-ის აცრა ნიშნავს უკვე გაჯერებულ იმუნიტეტს, ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობა იქნება მინიმალური“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.