თბილისში, უზნაძის ქუჩაზე არსებულ სკვერში 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, დაბალი ტემპერატურა გახდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ამ დროისთვის მამაკაცის ვინაობა დადგენილია, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში emigrantebi.ge -ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.