2020 წელს, კოვიდ პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, იტალიაში მაცხოვრებლებისთვის არაერთი სოციალური დახმარება გაიცა, რაშიც ინდივიდუალური მნიშვნელობა მიენიჭა “ISEE”-ს.

2021 წელს, შესაძლოა, კვლავ გაიცეს გარკვეული ბონუსები პანდემიასთან დაკავშირებით, ამიტომ დოკუმენტი “ISEE” წინასწარ უნდა იყოს მოწესრიგებული.
აღნიშნული დოკუმენტის სისრულეში მოყვანას საჭიროებს 10 სამუშაო დღე.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

“iSEE”_ს მნიშვნელობა: იტალიის ყველა მოქალაქე თუ ემიგრანტი, რომელიც ოფიციალურად ცხოვრობს ქვეყანაში, ყოველი წლის დასაწყისში, პროფკავშირების სხვადასხვა ფილიალში, აკეთებს ოჯახის წინა წლის საშუალო “შემოსავლის ცნობას“__”ISEE” და ეს ცნობა, ერთი წლის განმავლობაში, გამოიყენება სხვადასხვა ინსტანციებში გადასახადებზე ფასდაკლებისათვის.

ესენია: საბავშვო ბაღი, სკოლა-უნივერსიტეტი, კომუნალური გადასახადები და ა.შ. “ISEE“, ასევე გამოიყენება შეღავათებისთვის სამედიცინო მომსახურეობისა და მედიკამენტების შეძენისას.

ISEE-სთვის აუცილებელი დოკუმენტები:

– განმცხადებლის carta d’identità;
– Codice fiscale ყველა ოჯახისწევრის,რომლებიც ჩაწერილები არიან ერთ მისამართზე;
– საცხოვრებლის ქირავნობის კონტრაქტი (დარეგისტრირებული და არა მხოლოდ ხელშეკრულება);
– 2019 წლის Giacenza media – ფოსტიდან და ბანკებიდან, სადაც გაქვთ ანგარიში გახსნილი (Giacenza media საჭიროა ყველა ოჯახის წევრისგან თუ აქვთ გახსნილი ანგარიში);
– 2020 წელს გაკეთებული Dichiarazione redito/Unico-“730”.

წყარო: Associazione – “Tutto insieme Georgia” – ს პრეზიდენტი, ხათუნა ტატუნაშვილი