სენაკის მუნიციპალოტეტის სოფელ კოტიანეთში ოჯახის წევრებმა ახალგაზრდა მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 32 წლის ავთო გრიგოლიას დაზიანება ყელის არეში საკანცელარიო დანით აქვს მიყენებული.
გარდაცვლილი სახლის მიმდებარედ, ყანაში საკუთარმა მამამ იპოვა.
სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცხადებენ, პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.
ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.