თბილისში, დიდ დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. როგორც თვითმხილველი სოციალურ ქსელში წერს, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

,,მიდგმა-მუხრუჭის ხმასთან ერთად დარტყმა და კივილი საქმეს რომ გაგდებინებს, ისეთი ამბავი პეტრიწზე. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვი”, – წერს გიგა კიტია სოციალურ ქსელში და ავარიის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში emigrantebi.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.