დაგეგმილ ცვლილებებზე ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა.

1. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანი:
ქვეყანაში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და გადავიდნენ 8 დღიან იზოლაციაში ან შემოვიდნენ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს გაიკეთონ კიდევ ერთი PCR ტესტი, რის შემდეგადაც იზოლაციისგან თავისუფლები იქნებიან. ვისაც არ ექნება PCR ტესტზე ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ისინი 12 დღიანი იზოლაციის ნაცვლად, 8 დღიან თვითიზოლაციას გაივლიან

2. უცხო ქვეყნი მოქალაქეებისთვის:

ნებისმიერი ტიპის ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ყველა ქვეყნის მოქალაქე უპირობოდ შემოვა საქართველოში არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეები და რეზიდენტები, რომლებსაც ექნებათ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, ვალდებულები იქნებიან ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ 3 დღეში გაიკეთონ PCR ტესტი და თვითიზოლაციის ვალდებულება არ ექნებათ.

ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით, რომ თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ.