საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გაიზარდა.

კერძოდ, ბოლო კვლევის თანახმად, ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2009 წელს 26,5-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს – 29,7-ს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

კაცების შემთხვევაში ანალოგიური ზრდა ნაკლებად გამოიხატა, მათი ქორწინების საშუალო ასაკმა, შესაბამისად, 30,2 და 32,6 წელი შეადგინა.

მცირედით გაზრდილია განქორწინებულთა საშუალო ასაკიც, რაც ქალებისთვის არის 37 წელი, კაცებისთვის კი 40 წელია.

2009 წელს, ეს მონაცემები კაცებისთვის 39 წელს, ხოლო ქალებისთვის 35 წელს შეადგენდა.