ნათია თურნავას თქმით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა სავარაუდოდ თებერვალში მოიხსნება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა.

მისი თქმით, ფრენების აღდგენის შემდეგ ავიამიმოსვლის პროცესი მკაცრად გაკონტროლდება.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

„იხსნება ასევე ფრენები. ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ თებერვალი სავარაუდოდ იქნება ის თვე, როდესაც ჩვენ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნის. ეს ისევ და ისევ არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. პირიქით, ეს იქნება კონტროლირებადი. ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით და სხვა ადეკვატური საბუთით კონტროლირებადი შემოსვლა, მაგრამ ეს არის ტურისტული სეზონის დაწყების პირველი იმედი“, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, თებერვლიდან ხელისუფლებას ეკონომიკის გახსნას ურჩევენ.

“მიგვაჩნია, რომ პირველი თებერვლიდან ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გახსნას საზღვრები და აამოქმედოს ყველა სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, საჰაერო მიმოსვლაცდა ყველა უცხოელს, ყველა მსურველს მისცეს უფლება, ჩამოვიდეს საქართველოში, ბუნებრივია, „კოვიდ -19“ -თან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის სრული დაცვით“, – ასეთია პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მოთხოვნა.