საქართველოს ეკონომიკაში პანდემიური კრიზისის გარდა, ახალი პრობლემები პოლიტიკურმა არასტაბილურობამ გააჩია. ესაა არასტაბილური პოლიტიკური გარემო, რაც, ეკონომისტების შეფასებით, ქვეყნის საინვესტიციო და საკრედიტო რეიტინგებს აუარესებს, ზრდის წნეხს ლარზე და აუფასურებს მას.

დისტრიბუტორთა ასოოციაციაში ამბობენ, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პროდუქტების გაძვირების წინაპირობას ქმნის.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელი, ივა ჭყონია ამბობს, რომ გაძვირებულია საწვავი, ასევე მომატებულია ფასები გაზსა და ელექტროენერგიაზე. ჯამში ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება პროდუქტების ფასზე და ამას მოსახლეობა სულ მალე ჯიბეზე იგრძნობს.

ჭყონია ამბობს, რომ „არასტაბილური პოლიტიკური გარემო პირდაპირ პროპორციულად აზიანებს ბიზნესს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასაც აფერხებს.

“დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ნებისმიერ ინვესტორს, რომელსაც განცდა ჰქონდა, რომ შემოსულიყო და თავისუფალ ვითარებაში ჩართულიყო, ფაქტობრივად, კარი დავუკეტეთ,” – ამბობს ივა ჭყონია.

შეგახსენებთ, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ოპოზიციური პარტიები აქციებს აანონსებენ.