დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამის 31 შემთხვევაა დადასტურებული.

იმნაძე ამბობს, რომ ბრიტანული შტამის ფართოდ გავრცელება ამ ეტაპზე, ქვეყანაში არ არის, თუმცა, დღესდღეობით, სულ სამი კლასტერია გამოვლენილი და ჯამში, ქვეყანაში, ახალი შტამით ინფიცირების 31 შემთხვევა დადასტურდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

“საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ფართო გავრცელება კორონავირუსის ახალ შტამს ქვეყანაში არ მიუღია. ჩვენ გვაქვს სამი კლასტერი. ამ სამი კლასტერიდან მათი ოჯახური კონტაქტია 31 და 31 შემთხვევაა დადასტურებული. ეს იყო მსუბუქი შემთხვევები, გავრცელდა ოჯახებში, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ. საქმე ის არის, რომ ბრიტანული შტამისგან ზუსტად ისე იცავს ნიღაბი და დისტანცია, როგორც სხვა შტამებისგან. ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში აფრიკული და ბრაზილიური შტამი არ დადასტურებულა” – განაცხადა პაატა იმნაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში