თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას emigrantebi.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შეიცვალა რეგულაციები საჰაერო და სახმელეთო გზით, თურქეთში შემოსვლის მსურველი და თურქეთის გავლით, ტრანზიტით მიმავალი მგზავრებისთვის, კერძოდ:

2020 წლის 30 დეკემბრიდან, თურქეთში შემოსვლის მსურველმა და თურქეთის გავლით, ტრანზიტით მიმავალმა მგზავრებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა. 

ის პირები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველ ცნობას, არ მიეცემათ ფრენის საშუალება. 

6 წელზე ქვემოთ მგზავრებისთვის სავალდებულო არ არის ამგვარი ცნობის წარდგენა.

ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

2. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

3. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26″, – აღნიშნულია განცხადებაში.