საქართველოდან აზერბაიჯანის მოქალაქეების მორიგი დაბრუნება იგეგმება. ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში განაცხადეს.

საქართველოდან აზერბაიჯანში სულ 250 ადამიანს გადაიყვანენ.

ამ პირებს კორონავირუსზე ტესტი 14 იანვარს ჩაუტარდებათ და თუ მათ COVID-19 არ დაუდასტურდათ, მათი გადაყვანა 15 იანვარს საბაჟო გამშვებ პუნქტ “წითელი ხიდთან” განხორციელდება.

პანდემიის პერიოდში საქართველოდან სამშობლოში, მათ შორი ტრანზიტით, ჯამში 2 ათასამდე აზერბაიჯანელი დაბრუნდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here