საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა აღდგა, თუმცა მგზავრობა გაძვირდა. როგორც დიდუბის ავტოვაგზლის დირექტორი ნესტორ მიქატაძე განმარტავს, ფასები 10%-ის ფარგლებშია გაზრდილი. ფასები ძირითადად შორ მარშრუტებზეა მომატებული.

თბილისი-ზუგდიდის მიმართულებაზე მგზავრობა 5 ლარითაა გაძვირებული, თუ მეორე ლოკდაუნამდე მგზავრობა ამ მიმართულებით 15 ლარი ღირდა, ის ახლა 20 ლარი გახდა. თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობაც 5 ლარითაა გაძვირებულიუ და 25 ლარი ღირს. 12 ლარი ღირდა და 15 ლარი გახდა თბილისიდან სამტრედიამდე მგზავრობა. 25 ლარი ღირდა და 30 ლარი გახდა თბილისი-ამბროლაურის მიმართულებით მგზავრობა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მგზავრობა არ გაძვირებულა ახლო მიმართულებებზე – გორი, კასპი, ხაშური და ა.შ. ხოლო შორი მიმართულებებზე გაძირდა. სამარშრუტო ტაქსებში მგზავრთა რაოდენობა შეიზღუდა, მძღოლები კომენდანტის საათის გამო შეზღუდულნი არიან რეისების რაოდენობაშიც, მაგალითად, თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობას 4 საათი მაინც უნდოდა, ფაქტობრივად ჩვენ 16:30 საათიდან დასავლეთის მიმართულებით – ბათუმის, ურეკის, ლანჩხუთის, სამტრედიის, ქუთაისის, წყალტუბოს, ტყიბულის და სხვა შორ მიმართულებებზე გასვლას ვწყვეტთ, რაც ამცირებს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ეს ამცირებს შემოსავალს. გაითვალისწინეთ, რომ საწვავი გაძვირებულია,” – ამბობს ნესტორ მიქატაძე და დასძენს, რომ რეგიონებში სამგზავრო ავტოგადამზიდავი სუბიექტების მესამედმა უამინდობის გამო მუშაობა ვერ განაახლა. როცა ისინიც ამუშავდებიან, კონკურენცია აიწევს და ტარიფები თავის ნიშნულს დაუბრუნდება. მისივე თქმით, დიდუბის ვაგზალი დაახლოებით 350 მძღოლს ემსახურება.

25 თებერვლიდან გარკვეული შეზღუდვებით, თუმცა განახლდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც, მათ შორის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების. 27 თებერვლიდან კი აღდგება რკინიგზით მგზავრთა გადაყვანაც.