დროში გაწელილი ლეგალიზაციის კანონი და მისგან გამოწვეული პრობლემები

დღეს, 8 იანვარს 17:30 საათზე ასოციაციების, მოქალაქეების, ემიგრანტებისა და მკვიდრი მოსახლეობისგან შემდგარი დელეგაცია პრეფექტურაში გაემართება, რომ მილანის პრეფექტს გადასცეს წერილი და საჩუქრები ბეფანასგან, რათა გააგრძელონ მოქმედება კონკრეტულად აღებულ ვალდებულებაზე და უზრუნველყონ დასაქმებ ული ემიგრანტების უფლებები სანატორიის თანახმად, განუსაზღვრელი ვადით გამოწვეული დისკომფორტის გარეშე.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ეს არის ლომბარდიაში არსებული ასოციაციების იმიგრანტებისა და ადგილობრივი მოქალაქეების მოთხოვნა. გასული წლის დეკემბერში უკვე იყო მობილიზებული ემიგრანტების უფლებების დაცვის კვირეული, სახელწოდებით: „აღარ შეგვიძლია ლოდინი!“ რაც სამართლიანად ხაზს უსვამს ფაქტს, იმის გათვალისწინებით, რომ რეგულაციების პროცედურა, გარდა იმისა რომ რთული და შეზღუდული მოთხოვნების გამო არ იყო ხელმისაწვდომი, დასრულდა 15 აგვისტოს.
„ჩვენ ვისურვებდით, რომ ბოლო სანატორია, ყოფილიყო შესაძლებლობა ყველა ემიგრანტისთვის, რომლებიც იმყოფებიან იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად. კოვიდ-19 ით გამოწვეული ჯანმრთელობის გადაუდებელი მდგომარეობა, სახელმწიფოსგან ყველას ჯანმრთელობის დაცვას მოითხოვდა, მაგრამ ამ მომსახურებით ვერ სარგებლობს არალეგალი ემიგრანტები – წერენ ორგანიზატორები.
არადა ლეგალიზაციის უფლება მიეცათ მხოლოდ ორ სფეროში დასაქმებულ და დასასაქმებელ ადამაინებს , ესენია მოვლა და აგრო-კვების სექტორი. მილანისა და მონცა-ბრიანცას პროვინციებში იყო 26 144 მოთხოვნა, ყველაზე დიდი ციფრი მთელი იტალიის ტერიტოტიაზე. ამ დროისთვის 25 989 ემიგრანტი აგრძელებს მოლოდინის რეჟიმში ყოფნას, გამოძახებულ იქნან პრეფექტურის მიერ, რათა შედგეს კონტრაქტი ბინადრობის უფლებაზე. ვერცერთი მათგანი ვერ სარგებლობს მთავრობის მიერ გაწეული ელემენტარული დახმარებებით როგორიცაა სახლი და საჭმელი, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება იმუშაონ.
არსებული გაურკვევლობა, ამ ადამიანებს აყენებს რისკის ქვეშ არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია დამსაქმებლებმა გამოიჩინონ ნაკლები პასუხილმგებლობა დასაქმებაზე აღებულ ვალდებულებაზე, ისე როგორც პროცედურის სირთულე რისკის ქვეშ აყენებს განაცხადზე დადებითი პასუხის მიღებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პრეფექტურებს დააჩქარონ გამოძახებები და იანვრის თვიდან მილანის პრეფექტურის აპარატს უნდა შეუერთდნენ ახალი მუშაკები.
ორგანიზატორების განცხადებიტ, არსებობს სტრუქტურული დეფიციტი, რომელიც ყოველთვის ხელს უშლის ოფისებს , ბინადრობის მოთხოვნის პრაქტიებზე მუშაობაში და ვფიქრობთ რომ ეს უნდა იქნას განხილული ისე, რომ ამ მიმართულებებმა განიცადონ რეალური ცვლილებები.

მასალა მოამზადა ხათუნა შარაძემ
თარგმანი: მელი თურმანიძე

Exclusive TV