Სოციალური ქსელში Centro servizi Geo House სანატორიის შესახებ პოსტს ავრცელებს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე emigrantebi.ge – ი გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს:

ჩვენი ადამიანებო❤, ეს პოსტი ეხება ყველა იმ ემიგრანტს (იტალიაში მცხოვრებს), რომელიც ელოდება სანატორიის ანუ რეგულაციის პროცესის დასრულებას. ყველას, ვინც გაურკვევლობაშია, ვისაც ჰგონია, რომ მის პრაქტიკას უსაშველო რამ დაემართა . . ყველა იმას-ვინც დაიღალა, ვინც არ დაიღალა და ვინც უნდა დაიღალოს .
ამ ბოლო პერიოდში ისევ აგორდა მღელვარების ახალი ტალღა-და ეს გამოწვეულია ონლაინ სივრცეში გავრცელებული ათასნაირად გადაკეთებულ-გამუქებული ამბებით- ვიღაცა უკვე გამოძახებულია, ვიღაცა თურმე დაბლოკილია, ვიღაცის საქმე მწარმოებელს გაუფიჭებია და…. ასე იხარჯება და ცვდება ნერვები-ტყუილუბრალოდ.

ჩვენი ადამიანებო ❤კიდევ განვმეორდებით და გეტყვით, რომ ყველაზე კარგ რამეს, რასაც ლოდინის რეჟიმში გააკეთებთ-ეს იქნება გამოიყენოთ მოთმინების ყველა რეზერვი , მაქსიმალურად მშვიდად შეხედოთ იტალიურ მძიმე ბიუროკრატიული საფეხურებს და სულ გვახსოვდეს, რომ მოუგვარებელი არაფერია-არც თუნდაც დაბლოკილი და გართულებული პრაქტიკები .
ამ ისედაც მძიმე ყოფიერებას-გამოწვეულს პანდემიით , რთულ სამუშაოს-მოხუცის მომვლელობას ხომ ისედაც სჭირდება ძალიან დიდი თმენის ვალდებულება და ჯანმრთელი ფსიქიკა. ნუ დაიმატებთ ხელოვნურად შექმნილ პრობლემას, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ დროის მომენტია და მოგვარებადია.

გვახსოვდეს
1. მსოფლიო გლობალურ პრობლემას (კოვიდ19) დაერთო საშობაო არდადეგები, გაგახსენებთ, რომ არაპანდემიურ გარემოშიც ამ დროს სამუშაო ცხოვრება წყდება‼

2. არ არსებობს განსაზღვრული რიგითობა, არც სისტემა, არც საკმარისი მობილურობა პრეფექტურის განყოფილებებში, რომ განვსაზღვროთ თარიღი , თუ როდის გამოგვიძახებენ‼

3. არანაირ ინსტანციას არ აქვს იმისი სურვილი, რომ კონკრეტულ ადამიანს დაუბლოკოს პრაქტიკა/ანუ არსებობს ლაფსუსები, გაპარული შეცდომები, რაიმე რეკვიზიტის ნაკლებობა, რომლებიც საბოლოო ჯამში მოგვარებადია–ნუ ინერვიულობთ, თუნდაც გაიგეთ, რომ საბუთის მსვლელობა შეჩერებულია. დაიჯერეთ, რომ სწორი ჩარევის საფუძველზე–პრობლემა მოგვარებული იქნება

4. ნუ ეცდებით ონლაინ რეჟიმში ეძებოთ თქვენი პრაქტიკა–გაგახსენებთ, რომ წვდომა აქვს მხოლოდ იმ ადაიმანს, ვისი ელექტრონული პირადობის მოწმობით ანუ SPIDI ით გადაიგზავნა პრაქტიკა. ეს მონაცემები კი ძალიან პირადულია, და ვერავინ მოგცემთ ❤

5. გვახსოვდეს, რომ თქვენ ხართ ერთი ადამიანი ერთი კონკრეტული პრაქტიკით –აი ადმინისტრაციულ სამსახურებში კიდევ ათასობით ჩვენნაირი მომლოდინეა და,, საქმის მწარმოებლებს სულაც არ ანაღვლებთ კონკრეტული ადამიანის კონკრეტული მღელვარება–ისინი თავის საქმეს აკეთებენ ნელა, ხან ხარისხიანად , ხანაც უხარისხოდ–ამიტომ ნერვიულობა მხოლოდ წამგებიანია თქვენთვის და ამასთან უშედეგო.?

6 მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელ რეგიონში ვიმყოფებით-ანუ რაც უფრო პატარაა პროვინცია , შედარებით სწრაფია გადასალახი პროცედურები , დიდ ქალაქებსა და პროვინციებთან შედარებით.

მაგალითისათვის-თუკი ტარანტოს რეგიონში მცხოვრებმა ადამიანმა უკვე მიიღო გამოძახება პრეფექტურაში წარსადგენად, ეს არ უნდა იყოს მილანის, ან რომის პროვინციაში მცხოვრები ადმიანისათვის მღელვარების საბაბი.
მოკლედ მგონი ვთანხმდებით ყველაფერზე და მშვიდად ვაგრძელებთ მოლოდინის რეჟიმს. ❤️